სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართველი მსახიობები ბევრს ვიტყუებით" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი ელიჯარაშვილთან

გიორგი ელიჯარაშვილი 23 წლის ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც მესამე კურსიდან სხვადასხვა თეატრის სცენაზე დგას. დღეს ის ორ თეატრში თამაშობს და ასევე ფილმებშიც იღებს მონაწილეობას. დრონი. ჯი დაინტერესდა ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობით (რომელიც მსახიობობასთან ერთად მღერის და უკრავს) და დაუკავშირდა მას. გიორგი გვიყვება თავის განვლილ გზაზე, დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

- გიორგი, როგორც ვიცი უკვე წლებია თეატრის მსახიობი ხარ, შეგიძლია მოგვიყვე შენზე, უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე რა გზა გამოიარე?

- დაახლოებით მესამე კურსიდან ვიყავი თავისუფალ თეატრში. შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრში სადიპლომო ვითამაშე „სხვენში“. შემდეგ იყო ნახევარწლიანი პასუზა. მერე ცხინვალის თეატრში მქონდა მიწვევა და ამის მერე სანდრო მრევლიშვილის თეატრ „გლობუსში“ ვარ. ასევე ვარ გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში და ვცდილობთ მრავალფეროვნება შევძინოთ მას. მოკლედ, ახლა სამ თეატრში ვმოღვაწეობ. ჩემს ჯგუფელებთან ძალიან მაგარი გზა გავიარე. უმეტესობა ერთად ვართ საქმეში. გასახსენებელი ბევრია, თუმცა ასე მოსაყოლად ... ნუ იქ უნდა ყოფილიყავი (იცინის).

- ნებისმიერი შემოქმედი ხდება კრიტიკის ობიექტი, გაღიზიანებს თუ გეხმარება კრიტიკა?

- არასდროს მიგრძვნია კრიტიკა და ნეგატიური ემოცია მაყურებლისგან, თუმცა ჩემი მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან კი. მოკლედ, მირჩევნია ბევრი კრიტიკა მივიღო ვიდრე ქება. ყველას სიამოვნებს იმის მოსმენა, რომ „კარგია“, თუმცა მე ეს არ მეხმარება. ნუ, ცნობადი სახე დიდად არ ვარ და არც მაქვს სურვილი, რომ ვიყო, აქედან გამომდინარე კრიტიკის ობიექტი ნაკლებად ვარ.



- შენი პროფესიონალიზმი და ვიზუალი აღაფრთოვანებს გოგონებს, რას იტყვი ამ ყველაფერზე?

- დამბურძგლა. (იცინის). არა, ასეთი რამ ბევრჯერ არ მიგრძვნია და არც ვარ განებივრებული გოგოებისგან. ნუ, შეიძლება ხდება, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ. არ მგონია, გოგოები ჩემი ფოტოებით დადიოდნენ, თუმცა როცა ვგრძნობ დაჟინებულ მცდელობას ყურადღების მისაპყრობად, ამ შემთხვევაში ძალიან მართობენ .

- როგორც ვიცი, დაქორწინებული იყავი და ეს ქორწინება დაინგრა. გამოგყგვა თუ არა სინანულის გრძნობა?

- არასდროს ვყოფილვარ დაოჯახებული და რაღაც პერიოდი არ ვაპირებ ოჯახის შექმნას.

- ალბათ ბევრჯერ გქონდა გასტროლები, დარწმუნებული ვარ პუბლიკაც განსხვავებულია, შენ რომელ ქვეყანას მიანიჭებ უპირატესობას და რა ნიშნით?

- გასტროლი არ მქონია, თუმცა უცხოელი მაყურებლისთვის მითამაშია ბევრჯერ. საქართველოს ყველა კუთხეში აბსოლუტურად სხვადასხვა მუხტი მოაქვთ. არის ადგილები, სადაც მთელი გულით მოგყვებიან და გიხარია თამაში. იყო პუბლიკა, სადაც საერთოდ არ მდომებია რაიმეს გაკეთება. უცხოელ მაყურებლეს რაც შეეხება, ის აბსოლუტურად სხვა ხედვაა და ძალიან კარგად ესმის თანამედროვე ქართული დრამატურგია. ქართველებზე ბევრად თავშეკავებულები არიან, ცდილობენ დოზირებულად გამოხატონ ნებისმიერი ემოცია. ქართველი რომ გეტყვის „ძაან მაგარი იყავი“, ის გეტყვის - „მომეწონა“. ვფიქრობ, უცხოელის „მომეწონა“ უფრო რეალურია, ვიდრე ქართველის „ძალიან მაგარი იყავი“! ქართველებს მინდა ვთხოვო - არ ილაპარაკონ ხმამაღმა, ტელეფონები გათიშონ, მოსმენის კულტურა იქონიონ, თეატრში მოქცევის კულტურა, პატივისცემა მსახიობების და გვერდზე მჯდომის პატიისცემა. შენ თუ არ უსმენ, სხვას უნდა აცადო! და იარონ თეატრში - ეს საჭიროა.


- სექსი თუ სიყვარული?

- სიყვარული! სექსიც ძალიან მაგარია, მაგრამ უფრო ერთჯერადი არის თუ სიყვარული არაა. ის „ღრუზინული“ აზრი არ მაწუხებს, რომ აუცილებლად ქორწინებამდე თავი უნდა შეიკავო, სისულელეა. როცა მოგინდება, მაშინ უნდა გქონდეს. ძალიან დიდი სისულელეა წინაპრებს აყოლა და ამის გამო ნერვული სისტემის დანგრევა. ჯობია გქონდეს და იყო ნორმალური ადამიანი ვიდრე არ გქონდეს და იყო ძალიან არანორმალური. არ ვიცი, თვითონ გადაწყვიტონ. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ადამიანია და არ მაინტერესებს მისი ქალიშვილობა.

- თეატრი თუ კინო?

- ორივე, ორივე! (იცინის)



- ქალსა და მამაკაცს შორის, როგორც სულიერი ურთიერთობა, ასევე ხორციელი ლტოლვა არსებობს. ნამდვილი მეგობრობის თუ გჯერა, სადაც სქესი იკარგება?

- სქესი არასდროს იკარგება! სქესი რომ დაიკარგოს, უნდა ეძმაკაცო და ცოტა უხეში მდგომარეობაა. ზუსტად სქესი არ უნდა დაკარგო, რომ პატივისცემა გქონდეს ისეთი, როგორც მეგობარ გოგოს ეკადრება. მქონია მომენტი, მეგობრობიდან გადაზრდილა ლტოლვაში, თუმცა მჯერა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის იმიტომ, რომ მყავს არცთუ ისე ბევრი გოგო მეგობარი, მაგრამ მათ მიმართ არასდროს გამიჩნდება ეს გრძნობა.

- ერთია როგორ გაფასებს საზოგადოება და მეორეა თვითონ როგორ შეაფასებ საკუთარ თავს, როგორია სინამდვილეში გიორგი ელიჯარაშვილი?

- არ ვიცი რა გითხრა, ცუდი არ ვარ „ცვეტში“... ჯიგარი ვარ რაა. მოკლედ, ვისაც უნდა, რომ გაიგოს როგორი ვარ, შემეხმიანოს. მე ვარ ღვთისმოშიში აგო! (იცინის)



- რამდენადაც ვიცი, მრავალმხრივ ნიჭიერი ხარ, მღერი, უკრავ, თამაშობ. შენთვის რა უფრო კომფორტულია: სიმღერა, მუსიკა თუ თეატრი?

- ყველა კომფორტულია, უბრალოდ გააჩნია მდგომარეობას. ყველაზე კომფორტული მაინც თამაშია, რადგან ფსიქოლოგიურად ემზადები. ანუ ასე არ არის, რომ მოდი ახლა შევიკრიბოთ მეგობრები და ვითამაშოთ. დაკვრა და სიმღერა არ არის ჩემი პროფესიონალური ამბავი, ეს არის ჩემთვის გატაცება. თამაში უკვე პროფესიაა ჩემი და სულ სხვა ამბავია, სხვა ამბიციები, გინდა იყო ძალიან კარგი. თუმცა ესეც უნდა მოთოკო, რადგან ზედმეტი ამბიციებით არავინ არის ჩემთვის მისაღები. ყველა როლს აქვს თავისი სწორი ხაზი, რასაც უნდა გაყვეს მსახიობი. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა ვითამაშო გმირი, რადგან მე არ ვარ ეს ტიპაჟი. აი, ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება ქართველი მსახიობების, ძალიან ბევრს ვიტყუებით სცენაზე, ტექნიკის ხარჯზე თუ რის ხარჯზე არ ვიცი, თუმცა ეს ცუდია! მე ძალიან ვცდილობ, რომ არ ვიყო მატყუარა. შეილება არ გამომდის ეს, მაგრამ ხომ ვცდილობ. „აზრზე მოსული“ მაყურებელი ეგრევე „დაგიწვავს“, რომ იტყუები და ეს უკვე როგორც მსახიობს ნდობას დაგიკარგავს მაყურებლის. დიდი სცენა ხელს გიწყობს და მარტივია ჩაფლავებული დამალო. პატარა სცენა უკვე ხელს გიშლის იმიტომ, რომ მაყურებელთან ძალიან ახლო კონატაქტში შედიხარ და ვეღარ ატყუებ ასე მარტრივად. შენი სუნთქვაც სხვანაირად ესმით. ქართველ მსახიობებს ეს გვაქვს ცუდი - ბევრს და თანაც ყველგან ვიტყუებით, პირად ურთიერთობებშიც ვიყუებით, სცენაზეც და ყველგან. ეს კარიერის აწყობის ერთგვარი ხერხია თუ რა არის, ვერ ვიგებ, თუმცა ასეა და გული მწყდება.

- მე ვიცი, რომ ნარკოპოლიტიკაზე ძალიან სერიოზული პროტესტები გაქვს, რა შეგიძლია მითხრა ამაზე?

- მე ვფიიქრობ, რომ არ უნდა იყოს აკრძალული ეს ყველაფერი, რადგანაც მარტივი პრინციპია - რასაც უკრძალავ ადამიანს, იმისკენ მიილტვის. აი, ღვინო ხომ კულტურაა ჩვენი, წარმოიდგინე, ეს რომ აკრძალონ. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა გადავა ღვინოზე და „დააიგნორებს“ მოსაწევს. რატომ? იმიტომ რომ აუკრძალეს! აკრძალული რომ არ იყოს, არ ეყოლება ამდენი მომხმარებელი მარიხუანას. დღეს, როცა მოსაწევი „იჩითება“, ძალაუნებურად ეწევი, იმიტომ, რომ იცი ხვალ არ იქნება და „გამაზვა“ არ გინდოდა. და აქვე მოკლედ გეტყვი - ზაზა სარალიძეს მხარს ვინც არ უჭერს, არ არის ადამიანი, თუმცა მე გული იმაზე მწყდება, რომ დადუნაშვილის გვარი არ ფიგურრირებს. ძალიან სამწუხაროა და მინდა ვთქვა, რომ ორივე ოჯახს მთელი გულით ვუსამძიმრებ და გვერდში ვუდგავართ მე და ჩემი მეგობრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100