სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარემ ვისაც პრეზერვატივი ხშირად ეხევა ყველას კასტრაცია ჩაუტარეთ

დღეს ცნობილი გახდა საგზაო წესების რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დააკლდება მართვის მოწმობას. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

„ვინ დურაკმა დაწერა ეს? „პავაროტნიკი“ თუ გადამეწვა ეგ ნიშნავს რომ მანქანის მართვა არ ვიცი და ქულა უნდა ჩამომაკლო? ვაი თქვენს პატრონს!!!

ამ ლოგიკით:

მზარეულის ქვაბს ყური თუ მოძვრა ესე იგი საჭმლის კეთება არ იცის.

გიტარას სიმი თუ გაწყდა, გიტარისტს დაკვრის უფლება ჩამოვართვათ.

დირიჟორის ჯოხის, მწერლის კალმის, მხატვრის ფუნჯის, „პარიკმახერის“ სავარცხლის, ქიმიკოსის კოლბის და ა.შ. დაზიანების შემთხვევაში ყველა გაუშვით ხელმეორე გამოცდაზე.

და კიდევ არ დაგავიწყდეთ აუცილებლად შეიყვანეთ ძალაში კანონი რომლის თანახმადაც, ვისაც პრეზერვატივი ხშირად ეხება კასტრაციას ჩაუტარებენ.“ - წერს თბილისის აღშფოთებული მოქალაქე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, – 5 ქულა;

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100