სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟვანიას მეუღლის პასუხი სააკაშვილს

ზურაბ ჟვანიას ქვრივი ნინო ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ზურას რასაც აბრალებენ, თურმე არაა საკმარისი. ახლა მე, თურმე ფულის მეტი არაფერი არ მაინტერესებდა“, - წერს ნინო ქადაგიძემ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ მას თანხის ამოღებაში დახმარება სთხოვა.

“როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ, მისმა ძმამ და მეუღლემ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს. მეუღლეს ვთხოვე, რომ მოსულიყო და მოვიდა. მე მას უთხარი, ნინო რაზეა ლაპარაკი, შენ არ იყავი იქ და არ იცი ყველაფერი-თქო? მითხრა, რა პრეტენზიები უნდა მქონდეს, მაგრამ შენ ხომ იცი, როგორც ყველა პოლიტიკოს, ზურასაც ჰქონდა ბევრი ფულიო. მე არ მაქვს ფული და რას ლაპარაკობ-მეთქი, უთხარი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა დიდი თანხა და ამ თანხის ნაწილი მინდა, ამოვიღო, რადგან შესაძლოა, დაცვას ჰქონდესო. პატარკაციშვილმა უთხრა ეს. პატარკაციშვილი ამუშავებდა ჟვანიას ძმას. ჩემთვის ეს მიუღებელი იყო და ამ ვითარებაში მე ურთიერთობა ვერ მექნებოდა ზურას დედასთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

წყარო: http://pia.ge/show_news.php?id=8798&lang=geo

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100