სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქოქოსის არომატული სამარხვო კრემი

ამ რეცეპტით დამზადებული კრემი ძალიან ნაზი, ფაფუკი და არომატული გამოდის. მისი გამოყენება ნებისმიერი ნამცხვრისთვის შეუძლება, ამიტომ აუცილებლად შემოგვიერთდით, ის თქვენს საახალწლო სუფრას აუცილებლად დაამშვენებს.
ინგრედიენტები:

ქოქოსის ბურბუშელა (ფანტელი) - 100 გრ;
წყალი – 400 გრ;
შაქარი – 100 გრ;
კარტოფილის სახამებელი – 40 გრ; (შეგიძლიათ გამოიყენოთ პურის ფქვილიც).
მარგარინი – 100 გრ;
შაქრის პუდრი – თუ საჭირო იქნა კრემზე შესამატებლად.

შენიშვნა:

ქოქოსის ფანტელი უნდა იყოს ახალი და არომატული.

მომზადების წესი:

ქოქოსი ჩაყარეთ რაიმე ჯამში ან ქვაბში (პატარა ზომის), დაასხით წყალი და დატოვეთ მთელი ღამით, თუ დრო გაქვთ, თუ არა პირდაპირ შედგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 20-30 წუთი; ან პერიოდულად გადმოდგით, გაგრილდება – შემდეგ შეაბრუნებთ;

როცა წყალი უკვე რძისფერი გახდება და არომატსაც აიღებს, შეგიძლიათ გადაიტანოთ საცერზე ან მარლაში და კარგად გაწუროთ;

გაწურულ და გაგრილებულ ქოქოსის რძეს შეურიეთ შაქარი, სახამებელი, მწიკვი მარილი და კარგად გახსენით, შემდეგ შედგით ცეცხლზე და მოადუღეთ ისე, როგორც კრემს ხარშავთ, ჩვეულებრივ;

მოხარშულ კრემი გადაიტანეთ რაიმე გაშლილ ჭურჭელში, მჭიდროდ დააფარეთ კულინარიული ცელოფანი (ისე, რომ ედებოდეს კრემს) და გააცივეთ, უმჯობესია საყინულეში გაცივდეს;

ათქვიფეთ მარგარინი კარგად, 20-30 გრამ შაქრის პუდრთან ერთად და შეურიეთ ოთახის ტეპმერატურამდე შემთბარი ქოქოსის კრემი;

თუ სიტკბო ისევ აკლია – კიდევ დაამატეთ პუდრი;

შეინახეთ მაცივარში ბისკვიტის მორთვამდე;

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100