სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოლიგარქმა შორენა ბეგაშვილს ერთ ღამეში მილიონი დოლარი შესთავაზა

დიდი ხანია, თბილისი ჭორების ქალაქია. ჭორების მსხვერპლი კი, ძირითადად ცნობილი სახეები არიან. ქართველმა ლამაზმანმა და ახლა უკვე ტელეწამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა, კარიერა სწორედ მასზე გავრცელებული სკანდალური ჭორებით გაიკეთა. მართალია, ბეგაშვილის შესახებ გავრცელებული ამბები ბევრჯერ სიმართლე აღმოჩენილა, თუმცა ყოფილა ისეთი ჭორებიც, რომელსაც რეალური საფუძველი არ ჰქონია. ქართველ სექს–სიმბოლოზე თბილისში ახალი, უკვე მრავალჯერ აგორებული ჭორი ისევ აგორდა.

როგორც თბილისელი ჭორიკნები ამბობენ, ერთ–ერთი რუსი ოლიგარქი იმდენად მოხიბლულა კავკასიელი ქალის გარეგნობით, რომ ლამაზმანს ერთი შეხვედრის სანაცვლოდ მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა.

ალბათ ყველას, ვისაც გინახავთ, გაგახსენდათ ერთ–ერთი ჰოლივუდური ფილმი, სადაც უზომოდ მდიდარი ბიზნესმენი ქალს მასთან ერთი ღამის გატარებაში მილიონ დოლარს პირდაპირ ქმრის თანდასწრებით (თუ პირდაპირ ქმარს - ცოლის ყიდვის სანაცვლოდ) სთავაზობს.

იმ ფილმში ქმარიც და ცოლიც ამ მაცდურ, მაგრამ უხამს წინადადებას თანხმდებიან და მილიონ დოლარად ღირებული ღამე აღწერილია კიდეც, თუმცა, მერე ამას ორივე ნანობს და მილიონიანი ღამეც ლამის ურთიერთობის შეწყვეტად უჯდებათ.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა შორენა ბეგაშვილი ამ წინადადებას, მაგრამ ცნობილია, რომ ოლიგარქი ძალიან საინტერესო და რეალური გზებით დაკავშირებია შორენას ახლობლებს და ბოლოს ხმა შორენამდეც მიუწვდენია.

თავად ბეგაშვილმა თქვა, რომ მას ამ წინადადებებით ხშირად უკავშირდებიან, თუმცა, რეალობასთან მიახლოებულად არცერთი შემოთავაზება არ მიაჩნია. ქართველმა ლამაზმანმა გვთხოვა, ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ დავკავშირებოდით, რადგან ამ თემაზე საუბარი პრესასთან აღარ სურს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100