დედის ტირილი:"ჩემი სიცოცხლით სავსე გოგო, როგორ მიყვარდი, რას ფიქრობდი იმ დროს?"
რატომ დაასრულა 18 წლის
გოგონამ სიცოცხლე
თვითმკვლელობით, ამაზე
ზუსტი პასუხი
არავის აქვს.
მომხდარით თაკოს
სამეგობრო წრე
გაოგნებულია, რადგან
მას საოცრად
მხიარულ, სიცოცხლით
სავსე, მიზანდასახულ
ადამიანად ახასიათებენ.
ჟურნალისტობაზე
ოცნებობდა.
თავისი კარიერა უკვე წარმოედგინა როგორი იქნებოდა. ამბობდა, კარიერისთვის ყველაფერს გავაკეთებო, - გვითხრა თაკოს ერთ-ერთმა მეგობარმა. მომხდარიდან ძალიან მალე, მედიაში თვითმკვლელობის რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას ყოფილმა შეყვარებულმა ცოლი შეირთო, რაც გოგონამ ვერ აიტანა და საკუთარ თავს ასეთი განაჩენი გამოუტანა. თუმცა, თაკოს ბავშვობის მეგობარი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და სხვა ვერსიაზე საუბრობს. კერძოდ, გოგონას სიცოცხლის ბოლო თვეებში დეპრესია ჰქონდა, ფსიქოლოგთან მისვლასაც აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო.
"პრაიმტაიმი"
გარდაცვლილი
გოგონას ოჯახში იმყოფებოდა. თუმცა, ოჯახის წევრებთან გასაუბრება შეუძლებელი აღმოჩნდა. თაკოს ოჯახი მომხდარით შოკირებულია. მათთვის წარმოუდგენელია,
რომ ულამაზესი თაკო აღარ არის.
"ჩემი
სიცოცხლით
სავსე გოგო, როგორ მიყვარდი, რას ფიქრობდი იმ დროს?" -დასტიროდა დედა.
"ყველაფერი
უმნიშვნელოა,
ხალხო, მთავარია შვილები გყავდეთ კარგად", -
მოსთქვამდა
თაკოს დეიდა.
კომენტარი