სკოლის შენობაში შეჭრილი დევნილები დახმარებას ითხოვენ
საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებასა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას მოითხოვენ თბილისის მე-15 ყოფილ საჯარო სკოლის შენობაში შეჭრილი დევნილები.
54 ოჯახს უვე 2 თვეა გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. სოციალურად დაუცველების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას უშუქობა, უწყლობა და ელემენტარული საარსებო პირობების არქონა წარმოადგენს.
დევნილებმა აღნიშნული შენობა 19 ოქტომბერს დაიკავეს და ახალ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
კომენტარი