ვითხოვთ დაუყოვნებლივი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს სამხედრო აქტივობა ახლავე შეწყვიტოს - ზელენსკი საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს და წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო პასუხი უნდა აგოს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღნიშნულზე საერთაშორისო სასამართლო პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
"უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ICJ-ს (საერთაშორისო სასამართლო) მიმართა.
რუსეთი აგრესიისთვის უნდა გასამართლდეს, გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის პასუხი უნდა აგოს.
ჩვენ დაუყოვნებლივი გადაწყვეტილების მიღებას ვითხოვთ, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს, სამხედრო აქტივობა ახლავე შეწყვიტოს.
ვფიქრობთ, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება." - წერს ზელენსკი.
კომენტარი