სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუბრობენ, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, შედეგების გათვლა გაუჭირდა - ღარიბაშვილის ვერსია

ირაკლი ღარიბაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს და სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობს. ერთ-ერთია ნარკოდამოკიდებულება, თუმცა თავადვე უარყოფს. "საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. "ნაციონალურ მოძრაობაში" შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ... ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. - წერს ის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100