სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია.

ზელენსკის აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და უკრაინაში საქართველოს ელჩი თემურ შარაშენიძე დახვდნენ.

ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100