სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ნოღაიდელი შესაძლოა დაიჭირონ

ყოფილმა ექსპრემიერმა, დიდი შანსია, "ვირის აბანოში" ამოყოს თავი. "დრონი.ჯი-ს" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კონტროლის პალატისგან გამოითხოვეს "დაღლილი ვირის" ფინანსთა მინისტრობის დროინდელი მასალები. კონტროლის პალატის დასკვნები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჩვენ ხელში ჩაგვივარდა კონტროლის პალატის იმ მასალების ნაწილი, რომელთაც პროკურატურა სწავლობს. შემოწმება სამი მიმართულებით განხორციელდა-საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, ბიუჯეტის სწორად დაგეგმარება და ტენდერების კანონიერად ჩატარება სამინისტროში.
კონტროლის პალატა ნოღაიდელს საკუთარი სამინისტროსთვის 2 მილიონ 319 ლარის არაკანონიერად გამოყოფას ედავება, მაშინ, როცა 2004 წელს ნოღაიდელმა სხვა სამინისტროებსა და უწყებებს შიდასაუწყებო ხარჯები შეუმცირა. რატომღაც მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს აპარატისთვის გამოჩნდა "ზედმეტი" თანხები ბიუჯეტში. აღნიშნული თანხა მოხმარდა მინისტრის, მის მოადგილეების, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ზეგეგმიულ სამივლინებო ხარჯებს, კაბინეტების რემონტს, კეთილმოწყობას - ავეჯისა და აპარატურის შეძენას, ბენზინის, მობილური ტელეფონებით საუბრის ხარჯებს. ეს 2004 წლის მონაცემებია მომდევნო. 2005 წელს ზურაბ ნოღაიდელი ბიუჯეტის ზრდის კვალობაზე საკუთარ სამინისტროს "სხვა ხარჯებსა და მომსახურების" დაფინანსებას უზრდის. ამ წელს მხოლოდ დავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდაუწყებრივი ხარჯები აღემატება ფინანსთა სამინისტროსას. კურიოზულია, მაგრამ 2005 წელს, ფინანსთა სამინისტროს უფრო მეტი თანხა გამოუყო მივლინებისთვის ნოღაიდელმა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2005 წლისთვის 12 მილიონი 159200 ლარი დახარჯა ნოღაიდელის უწყებამ. 15000 ლარი - რბილი ინვენტარისთვის, 734200ლარი - ტრანსპორტით მომსახურებისთვის, 2 მილიონ 299000 ლარი მივლინებისთვის.
ზურაბ ნოღაიდელს ვერც ტენდერებში აქვს საქმე კარგად. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ფინანსთა სამინისტროს ტენდერის გარეშე 100000 ლარზე მეტი თანხის სახელმწიფო ვალდებულების გაცემას უკრძალავდა ერთ პირთან, ნოღაიდელი კანონს არად დაგიდევდათ და 4 მილიონ ლარზე მეტი საქონელი შეუსყიდია სამინისტროსთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ყოველგვარი ღია თუ დახურული ტენდერის გარეშე. კერძოთ, შპს "ჯი და ჯი"-ს 173100 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა, გლობალ ერთს - 127999 ლარის, შპს "კანარგო სტანდარტ ოილისგან" 1 მილიონ 192 000 ლარის საწვავი შეიძინა უტენდეროდ. გარდა ამისა, ფიქსირდება შპს-ები "ბიტისი", ავტოსერვისი", "ჯი-სი-ჯი", "ფინანსები", "ქართული საოფისე ავეჯი", და სხვა. ყველა ამ შპს-მ ფინანსთა სამინისტროს ან რაიმე პროდუქცია მიაწოდა, ან სამუშაოები შეუსრულა. თითოეული შპს-ს მომსახურება 100000 ლარს აღემატებოდა. კონტრაქტები კი უტენდეროდ ფორმდებოდა. პროკურატურა ეჭვობს, რომ აღნიშნული შპს-ების ერთი ნაწილის უკან, შესაძლოა, ნოღაიდელის ახლობლები იდგნენ და არც კორუფციულ გარიგებებს გამორიცხავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100