სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეასრულეთ ფრენები, თორემ ზარალზე იფრინეთ რას ამბობთ... გაჭირვებული ხალხისგან ისეთი თანხები აიღეთ... პრემიერის სიტყვები უკუღმა გესმით?" - რას უწერს გაბრაზებული ხალხი "ჯორჯიან ეარვეისს" გავრცელებულ განცხადებაზე

ჯორჯიან ეარვეისი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"CoV–ის გამოჩენის დღიდან, ჩვენ ვასრულებდით რეისების განრიგს რეგულარულად, იტალიის გარდა, რომელიც მთავრობის მოთხოვნით შესრულდა, არც ერთი ჩარტერი, ან სპეცრეისი არ იყო დაგეგმილი. 20 მარტს, ღამით, დაიხურა საქართველოს საჰაერო სივრცე, ფრენების უმეტესი ნაწილისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. მას შემდეგ, მხოლოდ დღევანდელ ბერლინის რეისზე მივიღეთ ნებართვა. დღეიდან, 23.03.2020-დან, ჯორჯიან ეარვეისი აღარ განახორციელებს სხვა რეგულარულ რეისებს, გაურკვეველი ვადით. 21 მარტს საქართველომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომავალი რეისების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს! თუ ფლობთ ბილეთებს ჩვენს რეისებზე, გთხოვთ, მოგვწეროთ ჯავშნის ნომრები მეილზე. მადლობა თანამშრომლობისთვის!" - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პოსტზე უამრავი კომენტარია, რომლის სქრინებიც იხილეთ ქვემოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100