მომღერალ გიორგი გასვიანის ცოლი: უსამართლობაა ადამიანი დააკავონ ჩანაწერის უბრალოდ მიღების გამო, ჩემი მეუღლე არის გაუგებრობის მსხვერპლი
მომღერალი და ყოფილი "იქს-ფაქტორელი" გიორგი გასვიანი იმ 16 დაკავებულ პირს შორისაა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე აიყვანა.
აი, რას წერს მომღერლის ცოლი, ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ხონელიძე:
"თავს ვალდებულად ვთვლი გამოვეხმაურო იმ უსამართლობას, რაც 2დღეა ჩემს გარშემო ხდება.
კიბერდანაშაული უცხო და გაუგებარი არავისთვისაა, მაგრამ თუ არ ვარ იურისტი ან რაიმე შეხება მაინც არ მაქვს კანონმდებლობასთან, ვარ ინფორმაციულ ვაკუუმში, ისეთი აქტუალური თემების შესახებ, როგორიცაა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, შენახვა, გავრცელება.
მინდა მივმართო სხვადასხვა საიტებს რომლებიც რეიტინგის მოსაპოვებლად ყველანაირ ნიუსს ავრცელებენ, შეწყვიტეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ რომ ეს კადრები იქნა მასიურად გავრცელებული.
უსამართლობაა ადამიანი დააკავონ ჩანაწერის უბრალოდ მიღების გამო, რაც გარდაუვალია, როცა პირად შეტყობინებაში გიგზავნიან რაღაცას.
გავმეორდები და მოგმართავთ შეწყვიტოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება!!!
ჩემი მეუღლე Giorgi Gasviani არის გაუგებრობის მსხვერპლი, კანონმორჩილი მოქალაქე, არასდროს დაურღვევი კანონი, არასდროს ინტერესდება არავის პირადი ცხოვრებით"- წერს მომღერლის ცოლი.
კომენტარი