13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები, მეტად პატივი ეცით ნათესავებს. შეეხმიანეთ მონატრებულ ახლობლებს. საოჯახო წვრილმანები მშობლებთან ერთად განიხილეთ.
კურო
იყავით მოვლენების, სიახლეების საქმის კურსში. ქონება, თუ სადმე მიემგზავრებით, ერთგულ ადამიანებს ჩააბარეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, ბავშვებს.
ტყუპი
ნუ გამოაკლდებით შეხვედრებს, სამომავლო გეგმების შედგენას. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან ერთად. დაეხმარეთ მათ საოჯახო საქმეების მოგვარებაში.
კირჩხიბი
არ გაგიჭირდებათ, ინფორმატორების, თანამგზავრებს, დამხმარეების მოძებნა. მოიმატებს თქვენი პოპულარობა და დატვირთვაც. მოემზადეთ, წინ დატვირთული დღე გელით.
ლომი
რომანტიკა და ამბიციები გვერდზე გადადეთ და პრაქტიკული საქმეები მოაგვარეთ. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, ახლობლებზე.
ქალწული
ახალი იდეები ოჯახის წევრებთან ერთად მოაგვარეთ. მოულოდნელ სიტუაციაშიც კი თავს მშვიდად იგრძნობთ. კარგი დღეა ურთიერთობის აღსადგენად ძველ პარტნიორებთან, ყოფილ მეზობლებთან.
სასწორი
მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას. მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. მოსალოდნელია მგზავრობა. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
მორიელი
ძველ მეგობრებთან შეხვედრის დღეა. შეიძლება დაგაბრუნონ ძველ სამსახურში; რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ. ეცადეთ, ღირსეულად დააფასოთ საკუთარი თავი.
მშვილდოსანი
სასურველის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს, თანამოაზრეებს. ერთად მიიღეთ გადაწყვეტილებები და განიხილეთ ახალი იდეები.
თხის რქა
თვალსაწიერის გაფართოების, შემოთავაზებების დღეა. შეიძლება უცხოელებთან გააფორმოთ ხელშეკრულება. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მიზანს დამოუკიდებლად ვერ მიაღწევთ და გვერდით ერთგული ადამიანები უნდა გყავდეთ.
მერწყული
დღეს მეტად რეალისტური და პრაქტიკული უნდა იყოთ. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება იწყება პატარა ნაბიჯებით და კარგად გააზრებული გეგმით.
თევზები
დღეს ოჯახის წევრების სურვილების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. შეურიგდით თქვენზე განაწყენებულ ადამიანებს. მეუღლესთან შეთანხმებულად აღზარდეთ შვილი.
კომენტარი