„ადრე თუ გვიან, ყველამ უნდა დაასრულოს ქალიშვილობის „ინსტიტუტში სწავლა“ - მარიშკა ჯავახაძის ბლიც ინტერვიუ „დრონი.ჯი“-სთან
სერიალში პირველი გამოჩენა, აქტიური გადაღებები და ცნობადობა. „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მარიშკა ჯავახაძეს დიდი პოპულარობა მოუტანა. მისი ნიჭისა და სილამაზის წყალობით ხალხის მოხიბვლა ადვილად შეძლო და თაყვანისმცემელთა არმიაც დააგროვა. მარიშკა პროფესიით მსახიობი არ არის. საჯარო მმართველობაზე ისწავლა, ახლა კი მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ჯავახაძე ქორწინებაში უკვე იყო, ახლა კი მისი გული თავისუფალია. იმისათვის, რომ „ბარბარიკა“ ჩვენმა მკითხველმა უფრო ახლოს გაიცნოს, „დრონი.ჯი“ მსახიობის ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ:
ასაკი - 29
ჰობი - ძალიან ბევრი, მაგალითად ვარჯიში
საყვარელი საჭმელი - ზღვის პროდუქტები, მომწარო-მოტკბო გემოებით
საყვარელი სასმელი - წყალი
როგორი გართობა მოგწონს - მშვიდი
როგორ რეაგირებ ჭორებზე - არ ვრეაგირებ საერთოდ
ბოლო ჭორი შენს შესახებ - ან ვთხოვდები, ან ვშორდები. სულ პირად ცხოვრებასთან ასოცირებული ჭორები მესმის და ძირითადად არც ვიცნობ ხოლმე იმ ბიჭს, ვისთანაც მაწყვილებენ
ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი - სამართლიანი და ზარმაცი
ადამიანში გაღიზიანებს - სხვა ადამიანს რომ ზემოდან უყურებს
რისი გეშინია - ძალიან ბევრი შიშები მაქვს, ხოჭოების მეშინია ძალიან
ბოლოს როდის იტირე - არ მახსოვს, ალბათ უფრო ფილმზე ვიტირებდი. იმიტომ, რომ საკუთარი ემოციების გამოხატვა მიჭირს, უფრო ფილმებზე ვტირი ხოლომე
რის გამო შეგრცხვენია - ზოგადად იშვიათად მრცხვენია ხოლმე, მორცხვი ადამიანი არ ვარ. თუმცა, შემრცხვენია, რაღაცას რომ იტყვი და შემდეგ მიხვდები, რომ სისულელეა
ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს - თამადა დაუსრულებად რომ ლაპარაკობს
ყველაზე ცუდი დღე შენს ცხოვრებაში - არ მინდა გახსენება
ხართ თუ არა ფემინისტი - მხოლოდ ქალი კი არა, რაღაც დოზით ყველა ადამიანი უნდა იყოს ფემინისტი
უნდა ჩაეწეროთ თუ არა ტრანსგენდერებს პირადობაში ქალი - თუ ქალად გრძნობენ თავს კი, რატომაც არა
ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით - გააჩნია დღეს. ხან არის დღეები როცა კი, ხან არა
გარეგნობაში თუ შეცვლიდი რამეს - კი, შევცვლიდი, მაგრამ არ დავკონკრეტდები. აქაც გააჩნია, შეიძლება გავიღვიძო და მომწონდეს ჩემი თავი და ხან შეიძლება არ მომწონდეს, ხასიათის მიხედვით
ყველაზე ახლო ადამიანები - ჩემი ახლო მეგობრები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილები არ არიან და ჩემი ოჯახის წევრები. ასევე, ნანუკა გულუაა ჩემთვის ახლო ადამიანი, რომელსაც ხალხი იცნობს
პირველი კოცნა - უკავშირდება ჩემს პირველ სიყვარულს. 19 ივლისი იყო, მანგლისში, 12 წლის ვიყავი. ახლა ის ბიჭი ჩემი მეგობარია
ხარ თუ არა შეყვარებული ახლა - არა
სიყვარული თუ სექსი - ორივე ერთად, ცალკ-ცალკე არ არსებობს, გადაჯაჭვულია
ქალიშვილობის ინსტიტუტზე რას ფიქრობ - ძაან სასაცილოა, რომ ინსტიტუუტი ჰქვია. ეს ქალის პირადი არჩევანია. მგონია, რომ ადრე თუ გვიან ყველამ უნდა დაასრულოს მაგ „ინსტიტუტში სწავლა“. ვისაც როცა უნდა მაშინ, მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა ქნან
ფიზიკურად როგორი მამაკაცები მოგწონს - ძალიან ნავარჯიშები, კუნთიანი ბიჭები არ მომწონს. ინგლისური გამოთქმაა Baby face ანუ ბავშური სახის ბიჭები მომწონს, ასაკი რომ არ ეტყობათ
თვისებები, რომელიც სასურველ კაცს უნდა ჰქონდეს - იუმორის გრძნობა
ყველა ქართველი კაცის 3 დამახასიათებელი თვისება - თავის გამოჩენა „მარიაჟობა“, ვაჟკაცობა და გალანტურობა
კომენტარი