ირაკლი კობახიძემ „აუდიტორია 115 წევრებს“ ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა
თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის საერთო-საყოველთაო განხილვის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო.
„აუდიტორია 115“ წევრებმა ირაკლი კობახიძეს შეხვედრის დაწყების საშუალება არ მისცეს. მათივე განცხადებით, პროტესტის მიზეზი ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების საკითხებისადმი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა. ირაკლი კობახიძემ „აუდიტორია 115“ წევრებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა. „ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის, დაადექით ილიას გზას, სწავლის გზას“, მიმართა კობახიძემ მათ.
კომენტარი