სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან საკითხებს. შეძლებისდაგვარად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ.

კურო
მშვიდი, წყნარი დღე გელით. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

ტყუპი
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულებას ნუ გამოაკლდებით.

კირჩხიბი
გაფრთხილდით, რათა თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს. აგრეთვე, საყვარელ ადამიანს საიდუმლოებებს ნუ გაუმხელთ, თუმცა, გრძნობებში შეგიძლიათ გამოუტყდეთ.

ლომი
ნუ განაწყენდებით გარშემო მყოფებზე. იყავით მეტად პოზიტიური. საღამო მეგობრებთან ერთად ან საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გარშემო მყოფებისგან შექება გელით. ზოგიერთი მეტად აზარტულია; ზოგსაც ლატარიაში მოგება ელის.

სასწორი
საინტერესო დღე გელით. გამონახეთ დრო ნათესავების მოსანახულებლად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
წარმატებული დღე გელით. ეცადეთ, თქვენი სასიხარულო ამბები მოშურნეებს არ გააგებინოთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. აკონტროლეთ მადა.

მშვილდოსანი
ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გარშემო მყოფები კომპლიმენტებით აგავსებენ. ისარგებლეთ მომენტით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა

სამსახურის საქმეებისგან საღამო გაითავისუფლეთ. გამონახეთ დრო შოპინგისთვის. უკეთესია, თუ საყვარელ ადამიანს გაიყოლებთ.

მერწყული
სამსახურის საქმეები მსუბუქი მოგეჩვენებათ. კოლეგების დახმარებასაც შეძლებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თევზები
წარმატებული დღე გელით, როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში. ნუ დაივიწყებთ მეგობრებს, საღამოს შეხვდით მათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100