ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულიდანაც ამოვარდა
Facebook-ის დამაარსებელი, მარკ ცუკერბერგი იმ მილიარდერთა ათეულიდან ამოვარდა, რომლებმაც ეს სტატუსი ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობით მოიპოვეს.
ცუკერბერგის კომპანიის აქციების ღირებულება უკანასკნელი დღეების მანძილზე 4 პროცენტით დაეცა და 20 ამერიკულ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა.
ამ დროისათვის რეიტინგის მეათე ადგილს, კომპანია SAS-ის დამაარსებელი, ჯეიმს გუდნაიტი სჯერდება. ეს უკანასკნელი ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის დაკავებული.
ათეულის ლიდერობას არ თმობს კომპანიაMicrosoft-ის დამაარსებელი, ბილ გეიტსი. იგი ამ დროისათვის 16,6 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლობელი გახლავთ.
კომენტარი