სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პლანეტა კი დავიპყარი, მაგრამ არ ვარ კარგი მეუღლე და მამა“ - ვინ არის ქალი, ვისაც ლუკა კურტანიძე ბოდიშს უხდის

„ოჯახის დანგრევასთან ერთად ადამიანის ფსიქიკა ინგრევა. მე მოვახერხე, პლანეტის ჩემპიონი ვყოფილიყავი, პლანეტა კი დავიპყარი, მაგრამ არ ვარ კარგი მეუღლე და მამა.

ამ ყველაფერს ადამიანი მერე აცნობიერებს. შეცდომა დანახული ადამიანის პოზიციაა ის, როცა გინდა, ეს ტკივილი მსოფლიომ გაიგოს, მე ვერ შევძელი ჩემი თავისთვის პატიება. ყველაფერი შევძელი იმისთვის, რომ ადამიანმა იფიქროს ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს, მაგრამ შიგნით..." - ასე საუბრობს გადაცემაში "ღამის პრაიმ - თაიმი" ლუკა კურტანიძე.

ის „პრაიმტაიმთან“ დამატებით განმარტავს, რომ საჯარო ბოდიში, რომელიც გადაცემაში გაჟღერდა მისი მეუღლის მისამართით იყო ნათქვამი, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინებული არ არის და იმედი აქვს, რომ ისევ ერთად იცხოვრებენ.

"ჩემი საჯარო ბოდიში მეუღლეს ეკუთვნის. ჩვენ არ ვართ ყოფილი მეუღლეები, ისევ ცოლ-ქმარი ვართ ერისა და უფლის წინაშე. ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, თუმცა, იმედი მაქვს, ისევ ერთად ვიცხოვრებთ.

მინდა, ადამიანებს მივმართო - დავაფასოთ ჩვენი საყვარელი ადამიანები და ნუ ავყვებით ემოციებს. სამწუხაროდ, ადამიანები გვიან ვხვდებით, ვინ არის ჩვენი უსასრულო სიყვარული." - გვითხრა ლუკა კურტანიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100