ციფრული ტექ-ფესტივალი „aTech Restart“ დღეს იწყება
ციფრული ტექ-ფესტივალი, aTech Restart დღეს იწყება და 21 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალი „აჭარაბეთის“ ინიციტივითა და ფინანსური მხარადჭერით, Startup Grind Tbilisi Georgia-სთან ერთად იმართება. ტექ-ფესტივალის თემაა „ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან“.
კომპანია აჭარაბეთისთვის
მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აჭარაბეთი კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში
მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექ ჰაკათონი, სადაც მონაწილეებს
შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა იმის
შესახებ თუ "როგორ უნდა გავერთოთ
მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?"
ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე
100-მდე გუნდმა გაიარა, გამარჯვებულებისთვის კომპანია აჭარაბეთმა დამატებით 20.000 ლარიან საპრიზო ფონდი გამოყო,გამარჯვებული
გუნდი ასევე
დამატებით სტარტაპ გრაინდის რეგიონალურ კონფერენციაზე
შეძლებს კომპანიის წარდგენას და სილიკონ ველის ინვესტორებთან შეხვედრას.
კომენტარი