სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი, გუშინ კი ექიმების დაუდევრობით, ბრმანაწლავის ოპერაციის დროს გარდაიცვალა"

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი ბათუმში, აპენდიციტის ოპერაციის დროს დაღუპული გოგონას შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

"აი, ეს გოგონა, ფოტოზე ბედნიერი რომაა, გუშინ, დილით ბათუმში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა და უცოდინრობა გახდა. ბრმანაწლავით დღეს ადამიანები არსად არ იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში. ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი. ფოტო ნიშნობაზეა გადაღებული, მაგრამ...
ბექა, თანაგიგრძნობ. არ ვიცი მეტი რა გითხრა, ვერც ვერაფერს გეტყვი..." - ნათქვამია სოციალური ქსელის პოსტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100