სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შემთხვევით ნაპოვნი ლექსები: „მესიჯი“

„დრონი.ჯი“ წარმოგიდგენთ ლექსს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ ერთ–ერთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, თუმცა, ავტორი მითითებული არ ყოფილა. სავარაუდო ავტორად სხვადასხვა ფორუმზე სხვადასხვა პირი სახელდება, თუმცა ლექსის ავტორობა ოფიციალურად ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუმოწმებია.

მესიჯი

მესიჯი მოვიდა: ვრცელი და მარტივი -

მე შენი გაცნობა მინდა

სულ შენ გითვალთვალებ და მუდამ მახსოვხარ -

შენი დაბადების დღიდან.

ნომერი არ მეცნო... ან არც დაფიქსირდა -

რა ვუყო? ვერაფერს ვიზამ...

უნდა და გამიცნოს. ვერც თვალი მოვკარი

ბოლოში ღიმილის ნიშანს.

დამაინტერესა: ნეტავ რანაირად,

როდის და სად უნდა მნახოს?

მერე ჩავიკითხე ტექსტი ბოლომდე და

წავაწყდი უცნაურ პათოსს:

სულაც არ გითანხმებ შეხვედრის ადგილებს,

ჩემთვის არ იქნება ძნელი -

სადაც უნდა იყო, მოვალ და

რომ მიცნო -

ხელში მეჭირება ცელი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100