სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ფილმი მათთვის ვისაც მოსწონს შთამბეჭდავი ფინალი

არსებობს ფილმები ბედნიერი, ტრაგიკული, გაურკვეველი, უაზრო და აზრიანი დასასრულით, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ მათზე არ ვისაუბრებთ, რადგან აქ იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებსაც ძალიან მაგარი ფინალი აქვთ და არც ფინალამდე მისვლის პროცესი მოგაწყენთ.

Awake (ნარკოზი) - ეს გახლავთ მძიმე სენით დაავადებული, ახალგაზრა სიმპათიური მილიარდერის ისტორია, რომელიც ულამაზეს გოგონაზე ქორწინდება და იმავე ღამეს ცხოვრება განკურნების შანსს აძლევს, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არაა როგორც მას ეგონა.

Limitless (უსაზღვრო) - ის რაც ამ ფილმში ბრედლი კუპერის გმირს დაემართა თქვენ ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი არ გამოგიცდიათ ალბათ, თუმცა ცხოვრება სულაც არ არის თოვლის ბაბუა ან კეთილი ფერია, ის ყოველთვის ითხოვს სანაცვლოდ რაღაც ისეთს რაც თქვენთვის ძვირფასია.

State of Play (დიდი თამაში) - რა უნდა იყოს იმაზე უარესი როდესაც ქალი მატარებელს ბორბლებში უვარდება და თავს იკლავს? რასელ ქროუს გმირი ამ ფილმში თავად აღმოაჩენს, რომ ეს ტრაგედია შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ზღვაში წვეთი იყოს იქ სადაც დიდი თამაში მიმდინარეობს.

Contre-enquête (კონტრ-გამოძიება) - პოლიციის კაპიტანს საზარელი ტრაგედია დაატყდება თავს, მის 9 წლის ქალიშვილს მკვდარს პოულობენ, მამას გულში გაუსაძლისი ტკივილი, თავში კი საფუძვლიანი ეჭვები აქვს, რის გამოც იწყებს საკუთარ გამოძიებას.

Contre-enquête (იმიტატორი) - სერიული მკვლელების ფსიქოლოგიის სპეციალისტი შესაძლოა მისი წიგნის ერთ-ერთი მკითხველის ხელიდან გამოესალმოს სიცოცხლეს, ქალი სიტუაციას სწორად აანალიზებს და იწყვებს ბრძოლას თვითგადარჩენისთვის.

À la folie... pas du tout (ვუყვარვარ არ ვუყვარვარ) ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ისტორიია ქალზე, რომელსაც ცოლიანი მამაკაცი უყვარს, თუმცა ამ ისტორიას ჩვეულებრივთან საერთო არაფერი აქვს.

Never Talk to Strangers (არასოდეს დაელაპარაკო უცნობს) - ფსიქოლოგი სარა პაციენტების პრობლემებს აგვარებს, მაშინ როდესაც თავადაც არ აკლია ისინი, სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში ჩნდება მამაკაცი, რომელიც სარას საკუთარი ცხოვრებისთვის გვერდიდან შეხედვაში ეხმარება.

From Hell (ჯოჯოხეთიდან) - ეს გახლავთ იდუმალი სერიული მკვლელის ისტორია, რომლის დაპატიმრებასაც ცდილობს ჯონი დეპის გმირი.

Angels & Demons (ანგელოზები და დემონები) - ვატიკანი ისეთი პრობლემის წინაშე დადგა, რომ იძულებულია დახმარება სთხოვოს რელიგიური სიმბოლიკის ექსპერტ რობერტ ლენგდონს, რომლის როლსაც ტომ ჰენკსი ასრულებს.

8 femmes (8 ქალი) - შვილი, ცოლი, ყოფილი ცოლი, მოსამსახურე, მოკლედ ერთი კაცისთვის ახლობელი 8 ქალი მასთან სახლში იკრიბება, კაცს კი მკვდარს პოულობენ, დამნაშავე ერთ-ერთი მათგანია, თუმცა რომელი მათგანი რთულია გაარკვიო, რადგან მკვლელობის მიზეზი ყველას ქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100