სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არემჯი” გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვას გამართავს

2014 წლის 15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისში, ლადო ასათიანის ქ. 62 ნომერში, Frontline Georgia-ს ოფისში, სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის ხელშეწყობით იგეგმება ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში მდებარე, სამთო კომპანია „რიჩ მეტალს გრუპის“, რომელიც აერთიანებს კომპანიებს „არემჯი გოლდსა“ და „არემჯი კოპერს“, გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა.

აღნიშნული ეკოლოგიური აუდიტის ჩატარება სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფისა კომპანიის წარმომადგენლების მოლაპარაკების საფუძველზე დაიგეგმა. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კომპანიის შესარჩევად „რიჩ მეტალს გრუპმა“ ტექნიკური დავალება მოამზადა. აღნიშნული აუდიტის მიზანია უზრუნველყოს კომპანიის საქმიანობის ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მათი საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დამოუკიდებელი შეფასება.

აუდიტის ჩატარების მისაღები შედეგი იქნება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება კომპანიის მიერ სამთო მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზეგავლენის ანალიზი და იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის შედეგად გამოვლინდება შესაძლო უარყოფითი ეფექტი, მათი გამოსწორების რეკომენდაციები.

როგორც საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებამდე, ისე ეკოლოგიური აუდიტის მიმდინარეობისას, პროცესების დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სხვა მარეგულირებელ სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100