სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბედნიერების ათი საიდუმლო

1. სხვის აზრს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ჩვენ ძალიან ხშირად დამოკიდებულები ვხდებით ნათესავების, მეზობლების, მეგობრების, კოლეგების შეხედულებებზე და ვწუხვართ, როდესაც ჩვენზე ჭორაობენ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობს მეზობელი? მთავარია, თქვენი ქმედებები თავად მოგწონდეთ. რა თქმა უნდა, სხვებს უნდა მოუსმინოთ, მაგრამ მოიქეცით ისე, როგორც გინდათ.

2. უნარი, სიტუაცია სხვისი თვალით შეაფასოთ. დავუშვათ, ხანგრძლივი კონფლიქტი გაქვთ ვინმესთან. ორივე თვლით, რომ მართლები ხართ და არცერთი არ მიდიხართ დათმობაზე. შეხედეთ ამ სიატუაციას მესამე ადამიანის თვალით. ასეთი მიდგომა გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

3. არ იდარდოთ გაშვებულ შანსებზე. ვერ ჩააბარეთ გამოცდა, ან მამაკაცმა, რომელსაც ეპრანჭებოდით თქვენი მეგობარი აირჩია... მატარებელმა უკვე ჩაიარა, რა საჭიროა ამის გახსენება? ყველაფერს აქვს დადებითი მხარე – ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეთ. უკეთესია თქვენი მომავალი გააანალიზოთ.

4. იყავით მადლიერი. კონკრეტულად ვიღაცის კი არა, ცხოვრების. ძილის წინ ყოველთის გაიხსენეთ, კარგი რა მოხდა და თქვით „მადლობა“.

5. ხშირად გაიხსენეთ ცხოვრების ბედნიერი მომენტები. მაგალითად, დღე, როდესაც დიპლომი მიიღეთ, გათხოვდით, ან სამსახურში დაგაწინაურეს. შეეცადეთ ხელახლა განიცადოთ ის სიხარული. ეს ენერგიას შეგმატებთ.

6. დასცინეთ საკუთარ თავს. ადამიანები ზოგჯერ დეპრესიაში იმიტომ ვარდებიან, რომ მათ დასცინიან, ან ასე ეჩვენებათ. აღიარეთ თქვენი შეცდომები და ირონიით შეხედეთ. დავუშვათ, სალონში ვარცხნილობა გაგიფუჭეს. იმის მაგივრად, რომ დაკომპლექსდეთ, თქვით: „დღეს მე ექსტრემალური ვარცხნილობა მაქვს!“

7. იცხოვრეთ დღევანდელი დღით. არ ღირს მუდმივად წარსულს იხსენებდეთ, განსაკუთრებით კი ნეგატიურ გამოცდილებას. თუ ხუთი წლის წინ წარუმატებელი რომანი გქონდათ, ეს არ ნიშნავს, რომ იგივე კვლავ მოხდება.

8. შეიცანით სამყარო. ამაში წიგნები, უცხო ენების შესწავლა, ახალი ჰობი, მოგზაურობა დაგეხმარებათ. არასდროს იფიქროთ, რომ ამისათვის დიდი ხართ. 60 წლის ასაკშიც შეიძლება აღმოაჩინოთ სიახლე.

9. არასდროს შეგშურდეთ სხვების. საკუთარი თავის სხვებთან შედარებისას, ჩვენ, როგორც წესი, უბედურები ვხდებით, იმიტომ, რომ არ გვაქვს ის, რაც მათ აქვთ. უფრო სწორად, ჩვენ ასე ვთვლით. სინამდვილეში ყველა ადამიანს თავისი პრობლემა აქვს.

10. მხიარულ, ბედნიერ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ბედნიერება გადამდებია. ამიტომ, თქვენი სამეგობრო წრიდან გამორიცხეთ ის ადამიანები, ვინც მუდამ უკმაყოფილოები არიან და ცხოვრებაზე წუწუნებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100