სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრეივიკის ნაცისტური ჟესტი, ცრემლები და BBC-ის სიუჟეტი თამთა ლიპარტელიანზე

BBC-იმ ნორვეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ქართველის სტუდენტის, თამთა ლიპარტელიანის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტში ჟურნალისტი თამთას მშობლებს ესაუბრა. გოგონას დედა, ლეილა ასათიანი ამბობს, რომ ქალიშვილის დღიურების წაკითხვის უფლება თავს პირველად მისცა.

მისივე თქმით, შვილს ბოლოს ოსლოში მომხდარი აფეთქების შემდეგ ესაუბრა და თამთა დედის დამშვიდებას ცდილობდა, როცა უთხრა, რომ კუნძული უტოია დედაქალაქიდან შორს იყო. გარდაცვლილის მამა, ავთანდილ ლიპარტელიანი სიუჟეტში იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო პროცესზე ტერორისტისთვის სამუდამო პატიმრობის მოთხოვნით გამოსვლას შეძლებს.

ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში 2011 წლის 22 ივლისს მომხდარი ტერაქტის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო თამთა ლიპარტელიანიც, რომელსაც ბრეივიკმა რამდენიმე ტყვია ესროლა. ოსლოში უკვე დაიწყო ნორვეგიელი ტერორისტის ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. ტერორისტმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თუმცა თავს არა დამნაშავედ, არამედ სამხედრო მეთაურად მიიჩნევს.

ბრეივიკმა აღიარა როგორც ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმა და 66 ადამიანის მკვლელობა, ასევე ოსლოში ავტომანქანის აფეთქება, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ნორვეგიაში მულტიკულტურის დამკვიდრებას ებრძვის. სასამართლოს დარბაზში შეყვანისას ბრეივიკი დამსწრეებს ნაცისტური ჟესტით მიესალმა, თუმცა, მის მიერ ჩადენილი მკვლელობების შესახებ ვიდეორგოლის დემონსტრირებისას ნერვებმა უმტყუნა და ატირდა კიდეც.

ბმული ვიდეოზე: ანა ახმეტელის სიუჟეტი BBC-ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100