სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-მა ქალს თავისი ქმრის ცოლი გააცნო

Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის ვაშინგტონის შტატში ორმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ერთი და იგივე ქმარი ჰყავთ. ამის გარკვევა მათ „ფეისბუქის“ ერთ-ერთი ფუნქციის „ადამიანები, რომელსაც შეიძლება იცნობდე“ მეშვეობით მოახერხეს.

ორცოლიანი მამაკაცი აღმოჩნდა 41 წლის ალან ო ნილი აღმოჩნდა, რომელიც გამოსასწორებელი დაწესებულების თანამშრომელია. უკვე დაწყებულმა ძიებამ დაადგინა, რომ ის პირველად 2001 წელს დაქორწინდა. 2009 წელს ის მეუღლეს გაეყარა, თუმცა, წყვილი ოფიციალურად არ განქორწინებულა. განქორწინების არგაფორმებას ო ნილისთვის ხელი არ შეუშლია, მეორედ დაქორწინებულიყო, რადგან მანამდე გვარი შეიცვალა.

ო ნილის პირველმა ცოლმა „კოლეგა“ სწორედ „ფეისბუქის“ ფუნქციის მეშვეობით აღმოაჩინა. მიჰყვა რა ფუნქციის შემოთავაზებას, მან უცნობი ქალის ფოტოალბომში საქორწინო ფოტო იპოვა, სადაც თავისი ქმარი იყო აღბეჭდილი. ამის შემდეგ ნომერ პირველმა ცოლმა ყოფილ დედამთილს დაურეკა, რათა გაერკვია, რა მოხდა სინამდვილეში.

სულ მალე თავის პირველ ცოლთან, სახლში ო ნილი გამოჩნდა და მას სთხოვა, არავისთვის გაენდო თავისი აღმოჩენა, თანაც, დაპირდა, რომ ოფიციალურად და დოკუმენტალურად მოაგვარებდა ყველაფერს. ამის მიუხედავად, მოტყუებულმა ცოლმა პოლიციას მიმართა.

ამის შემდეგ, უკვე 8 მარტს ო ნილს ოფიციალურად წაუყენეს ორცოლიანობის ბრალდება, რის შემდეგაც სამსახურიდან ადმინისტრაციული შვებულებით დაითხოვეს. ის ვალდებულია, პირველი გამოძახებისთანავე სასამართლოში გამოცხადდეს. თუ ბრალი დაუმტკიცდება, ო ნილს ერთ წლამდე პატიმრობა ელის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100