სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებულ ოპოზოციას 30-მდე საჩივარი აქვს დაწერილი

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსყიდვებზე საუბრობს.

მისი თქმით, საარჩევნო უბანზე ფულს არიგებენ. დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე 123-ე უბნის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა.

დეკანოიძის განმარტებით, ვიდეოში ჩანს ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.

მისივე თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება.

ხატია დეკანოიძემ ასევე ისაუბრა უბნებზე არსებულ სხვა დარღვევებზე. მისი თქმით, კოვიდუბნებზე ხმის განმეორებით მიცემის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

დეკანოიძე საოლქო კომისიისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საოლქო კომისიაში მისვლას. გაერთიანებულ ოპოზოციას 30-მდე საჩივარი აქვს დაწერილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100