სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში, კოვიდინფიცირებული 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპი გააჩინა

თბილისში, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპი გააჩინა. როგორც მედიას ბოკერიას სახელობის კლინიკაში განუცხადეს, 47 წლის ქალი გუშინ დაიღუპა. მას რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში, საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. 19 აგვისტოს, ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში“ 47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპის დედა გახდა. ის შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100