სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს კვირა იქნება კიდევ დაკვირვებისთვის, რომ ამის შემდეგ უფრო მკაცრად იყოს შეზღუდვები - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარების ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში.

მისი ინფორმაციით, მთავრობა შეზღუდვებს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიმდინარე კვირას დაკვირვებისთვის გამოიყენებენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუდმივი რეკომენდაცია არის ნიღბების გამოყენების წესის ზედმიწევნით ზუსტად დაცვა. ნიღბების გამოყენება დღეს მაინც არის მთავარი მექანიზმი, ამდენად თუ შემდეგი შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარებაზე ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში. შიდა სივრცეებში დღესაც არის და სადაც შესაძლებელია აუცილებლად მაქსიმალური სიზუსტით უნდა მოხდეს ამის დაცვა. დღეს შეზღუდვებზე საუბარი არის განხილვის დონეზე, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ იმ შეზღუდვების შესრულების შემთხვევაში რაც უკვე დაწესებულია, გვექნება საშუალება, რომ ამის გამკაცრებაზე აღარ ვისაუბროთ. მაგრამ თუკი ამის საჭიროებას დავინახავთ, რა თქმა უნდა, საბჭო დაუბრუნდება ამ საკითხს. დღეს საქართველოში საკმაოდ მაღალია განგაშის ნიშანი, ამდენად ის, თუ რა არის კიდევ უფრო კრიტიკული, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორები, ეპიდსიტუაციას როგორ გაართმევს თავს. მე ვთქვი, ბოლო დღეებში, რომ 8 000 საწოლია მაქსიმუმი, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოიყენოს ამ კონკრეტული მიზნებისთვის. ვფიქრობ, ეს კვირა იქნება კიდევ დაკვირვებისთვის, რომ ამის შემდეგ უფრო მკაცრად იყოს შეზღუდვები, ამ შემთხვევაში კიდევ მობილობის შეზღუდვაა დამატებითი გამოსავალი. ჯანდაცვის სისტემა არის მიმღები და მოპასუხე იმ შემთხვევების მართვაზე, რომელიც აღმოცენდება პანდემიის პროცესში. რეგულაციები მნიშვნელოვანია და ის უნდა აღსრულდეს. კიდევ დამატებით სხვა რეგულაციებს, რა თქმა უნდა, აქვს ეკონომიკური და სოციალური შედეგი და ამდენად გადაწყვეტილება უნდა იყოს დაბალანსებული და ჯანდაცვის სექტორი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100