ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია
„იბერიას“ ჟურნალისტები
განცხადებას ავრცელებენ.
ისინი პრემიერ-მინისტრს და
მთავრობას მოუწოდებენ,
რომ მოხდეს
შეთანხმება „ომეგა
ჯგუფთან“, რათა
ტელეკომპანიას საქმიანობის
გაგრძელების საშუალება
მიეცეს.
„ტელეკომპანია
„იბერიაში“
შექმნილია
უმძიმესი
მდგომარეობა.
ამის
მიზეზი
ტელეკომპანიაში
ბოლო
დღეების
განმავლობაში
შექმნილი
კრიზისია.
ჟურნალისტები
ვერ
ვახერხებთ
ჩვენზე
დაკისრებული
პროფესიული
მოვალეობის
მშვიდ
ვითარებაში
შესრულებას.
ტელევიზიას
გადაკეტელი
აქვს
დაფინანსების
მთავარი
წყარო.
რეალურად,
არსებობს
არხის
დახურვის
საფრთხე.
მიგვაჩნია,
რომ
„ომეგა
ჯგუფზე“
ზეწოლა
ხორციელდება
სწორედ
ტელეკომპანიის
დახურვის
მიზნით.
გვაქვს
პროფესიული
პასუხისმგებლობა
ჩვენი
მაყურებლისა
და
ქვეყნის
წინაშე,
რომ
ჯეროვნად,
დაბალანსებულად
და
ობიექტურად
გავაშუქოთ
ყველა
საარჩევნო
სუბიექტის
წინასაარჩევნო
კამპანია.
იმის
მაგივრად,
რომ
ვასრულებდეთ
ჩვენს
პირდაპირ
მოვალეობას,
ვახდენდეთ
მაყურებლის
ინფორმირებას
ქვეყანაში
მიმდინარე
პროცესებთან
დაკავშირებით,
გადასულები
ვართ
თავდაცვის
რეჟიმზე
- გვიწევს
საკუთარი
უფლებების
დაცვა
ქუჩის
აქციებით,
შეხვედრებით
და
ხელისუფლების
მიერ
იმ
ხელოვნურად
შექმნილი
მოვლენების
გაშუქებით,
რომელიც
არხის
დახურვისკენ
არის
მიმართული.
მივმართავთ
ყველა
შესაბამის
უწყებას,
პრემიერ-მინისტრს,
მთავრობას,
რომ
გაითვალისწინონ
ყველა
ზემოთხსენებული
გარემოება,
გაუხსნან
გზა
„ომეგა
ჯგუფს“
და
მოხდეს
შეთანხმება
არსებული
პრობლემების
მოსაგვარებლად,
რათა
არხს
მიეცეს
მუშაობის
გაგრძელების
საშუალება.
მივმართავთ
არასამთავრობო
სექტორს,
დიპლომატიურ
კორპუსს,
საერთაშორისო
ორგანიზაციებს,
რომ
გამოიყენონ
მათ
ხელთ
არსებული
ყველა
ბერკეტი
ტელევიზიის
მუშაობის
გასაგრძელებლად.
ტელეკომპანიის
დახურვის
შემთხვევაში,
პასუხისმგებლობას
ვაკისრებთ
ქვეყნის
ხელისუფლებას“,
- ნათქვამია
განცხადებაში.
კომენტარი