სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა ოკუპანტებმა სასულიერო პირი გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს. ინფორმაციას სუს-შიც ადასტურებენ. მათი ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
საოკუპაციო ხაზთან დღეს ეს უკვე მეორე გატაცებაა. სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა მწყემსი, 1960 წელს დაბადებული თეიმურაზ დუდაშვილი გაიტაცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100