სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმკვლელი გენიოსები

ვინსენტ ვან გოგი - “მწუხარება გაგრძელდება სამუდამოდ“- ვან გოგის ეს უკანასკნელი სიტყვები შეიძლება გახდეს მისი ცხოვრების ეპიგრაფი. ვინსენტ ვილემ ვან გოგი, ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი,1853 წელს დაიბადა.

მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ვან გოგი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ ფრანგ ფერმწერ პოლ ეჟენ ანრი გოგენთან. მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესასწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართლებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს.  ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.

ამ ინციდენტის შემდეგ,  ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც დახატა რამოდენიმე ცნობილი ფერწერული ტილოები, მათ შორის კი “Starry Night“.

საოცარია მაგრამ, მის ცხოვრებაში არის ისეთი ფაქტიც, რომელიც დაღს ასვამს მხატვრის ისედაც ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებას.  ყურის მოჭრის შემდეგ, მარტოსულმა და უკიდურესაც გაჭირვებულმა მხატვარმა ცხოვრებაში კიდევ ერთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. 1890 წლის ზაფხულში, ვან გოგი მინდორში, ღია ცის ქვეშ სამუშაოდ გავიდა, სადაც გულ-მკერდში ტყვია დაიხალა და ცხოვრება თვითმკვლელობით დააასრულა.

ერნსტ ჰემინგუეი  - ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ის სიცოცხლეშივე, ფართოდ იყო აღიარებული და მიღებული აქვს ნობელის პრემია.

1961 წლისთვის ჰემინგუეის მდგომარეობა სავალალო იყო: მხედველობა დაუქვეითდა, ჯანმრთელობა შეერყა, ელექტრო შოკით მკურნალობისას დაკარგა მეხსიერება, ხოლო მისი სახლი და ქონება კუბაში იყო დაკარგული. გარდა ამისა, მას გაუმძაფრდა პარანოია- ეჩვენებოდა, რომ FBI-ის აგენტები უთვალთვალებდნენ.

ინტენსიური მკურნალობისა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ჰემინგუეიმ თავი მოიკლა თავისი საყვარელი იარაღით. ოჯახის თხოვნით, გამომძიებელმა თვითმკვლელობის მიზეზი აღარ გამოიძია. მის ოჯახში სუიციდი, ასე ვთქვათ “მიღებული მოვლენა” იყო, თავი მოიკლეს მისმა მამამ კლარენსმა, დამ ურსულამ, ძმამ ლანჩესტერმა, და მოგვიანებით შვილიშვილმა მარგომაც.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰემინგუების გვარს მემკვიდრეობითი დაავადება ჰქონდათ, სახელწოდებით გემოქრომატოზი, რომელიც იწვევს დეპრესიას, და თავის ტვინის არასტაბილურობას.

ჯეკ ლონდონი - „ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ.“ - ეს სიტყვები სათავგადასავლო მოთხრობებითა და სოციალური რომანებით განთქმულ ამერიკელ მწერალს, ჯეკ ლონდონს ეკუთვნის.

მას რთული ცხოვრება ჰქონდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უბრალო მაწანწალაც კი იყო, მაგრამ ცხოვრების სიძნელეებთან და რედაქციებთან მძიმე ბრძოლის შემდეგ დამშეულმა და გაწამებულმა ჯეკ ლონდონმა მაინც მიაღწია თავის მიზანს - მწერალი გახდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში ჯეკ ლონდონი ურემიისგან (თირკმელების უკმარისობა) იტანჯებოდა, გაუსაძლისი ტკივილების დასაძლევად ღებულობდა მორფინს, მაგრამ მის სიკვდილი მაინც მოულოდნელი იყო. 1916 წლის 22 ნოემბერს, ნარკოტიკული ნივთიერების დიდი დოზის მიღების შედეგად მწერალის სიცოცხლე დასრულდა, თუმცა მის უკვდავ ნაწარმოებებთან ერთად დღემდე არსებობს კითხვა: „ტკივილგამაყუჩებელი წამლების ზედმეტი დოზა თუ შეგნებული თვითმკვლელობა?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100