სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მილიარდერების რთული ბავშვობა

მილიარდელი ჯონ ანდერსონი ბავშვობაში მამამისის სადალაქოსთან პოპკორნს ყიდდა.უფრო მეტი კლიენტი რომ მოეზიდა,კინოთეატრთან გადაინაცვლა და პოპკორნს ფასი დაუკლო.ერთი წლის შემდეგ ლოს-ანჯელესში ლუდის დისტრიბუცია დაიწყო.დღეს მისი ქონება1,8 მილიარდ დოლარს აღწევს.

ჩარლზ შვაბი ბავშვობაში საკრამენტოს გარეუბანში ნიგოზს ყიდდა. დიპლომის მიღების შემდეგ, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, საბროკერო ცენტრი გახსნა.მისი კომპანია 4,7 მილიარდი დოლარის მფლობელია.

ენდრიუ ბილი გაფუჭებულ ტელევიზორებს ყიდულობდა,არემონტებდა და ღარიბ ოჯახებზე ყიდდა.19 წლისამ მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვადაიწყო.დღეს მისი ქონება4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბუნ პიკენსი 12 წლის ასაკში გაზეთებს დაატარებდა. ფულის დაგროვების შემდეგ რამდენიმე მეგობართან ერთად გაზის და ნავთობის გადამამუშავებელი კომპანია გახსნა.”მესა” ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა,რომელმაც პიკენსს 1,1 მილიარდი დოლარი მოუტანა.

დევიდ მერკოდმა სკოლა მე-9 კლასისი შემდეგ მიატოვა და ავტოგასამართ სადგურზე დაიწყო მუშაობა. შემდეგ ჯარში გაიწვიეს.იქიდან დაბრუნებულმა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა დაიწყო და მოგვიანებით ხილ-ბოსტნეულის კორპორაცია გახსნა.მისი ბიზნესი 2,5 მილიარდ დოლარს შეიცავს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100