ფილიპ გორდონმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და აზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა ევროპისა და ევროკავშირის მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა წარმოადგინა.
დსფკსდლფკსლ;დ
დსფკსდლფკსლ;დ
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის გამოსვლის მთავარი მიზანი ფართო საზოგადოებისთვის ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაცნობა იყო. ეს საკითხები ლისაბონში ნოემბერში დაგეგმილი ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრის, ასევე ამერიკა-ევროკავშირის სამიტისა და დეკემბრის დასაწყისში ასტანაში დაგეგმილი ეუთოს სამიტის განრიგში შევა.
დსფკსდლფკსლ;დ
დსფკსდლფკსლ;დ
გორდონის თქმით, ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები პირობითად შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს. ჩვენი ყურადღების ობიექტი ამჯერად სწორედ მესამე პუნქტი გახდა, რომელიც ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობას შეეხება.
დსფკსდლფკსლ;დ
დსფკსდლფკსლ;დ
გორდონის განცხადებით, ამერიკასა და რუსეთს შორის ბევრი საერთო ინტერესი არსებობს, რაც მოიცავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას, ავღანეთის, ტერორიზმის, ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების კუთხით ერთობლივ მუშაობას და მიუხედავად იმისა, რომ ობამას მემკვიდრეობით რუსეთთან უკიდურესად გაუარესებული მდგომარეობა ერგო, სამომავლოდ აქცენტები სწორედ ამ საერთო ინტერესებზე უნდა გაკეთდეს და ურთიერთობა კონსტრუქციულ კურსზე გადავიდეს.
დსფკსდლფკსლ;დ
დსფკსდლფკსლ;დ
მისი თქმით, გადატვირთვის პოლიტიკამ უკვე გარკვეული შედეგები გამოიღო და ეს ტემპი უნდა გაგრძელდეს. გორდონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ურთიერთობა რუსეთსა და ნატოს შორის მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი თქმით, რუსეთი ალიანსის მტერი სახელმწიფოდან ალიანსის პარტნიორ ქვეყნად გადაიქცა. ობამას ადმინისტრაციას სურს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მიზნით, ვაშინგტონი მოსკოვს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში სთავაზობს, რომელიც საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებს შეიცავს. Eესენია: ნარკოტიკების გავრცელების, ტერორიზმისა და მეკობრეობის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები. ამას გარდა, ბრიუსელი მზად არის მოსკოვს შესთავაზოს მიიღოს მონაწილეობა ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის განვითარებაში და მოუწოდებს კრემლს სამხედრო დაგეგმარებასთან დაკავშირებით უფრო მეტი გამჭვირვალობა გამოიჩინოს.
დსფკსდლფკსლ;დ
დსფკსდლფკსლ;დ
საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას გორდონს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხიც არ გამორჩენია.
„ჩვენ, ჩვენი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ, მათ შორის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტის დროსაც. საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ. ასევე მხარს ვუჭერთ ნატო-საქართველოს კომისიის საქმიანობას. ამ მხრივ, მე მინდა აღვნიშნო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები. ამას გარდა, ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტის დასკვნებს მხარს ვუჭერთ და მოახლოვებულ სამიტზე სწორედ ამ პოზიციით წარვსდგებით”, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
კომენტარი