სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყვარელში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სოფლეში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100