სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს კვლევა გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 სააათში დადასტურებული კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია, 1-ის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.

ეზუგბაიას თქმით, 2 შემოტანილი შემთხვევიდან 1 სატვირთოს მძღოლია.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 37 პაციენტი მკურნალობს. ექიმის თქმით, ყველას მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არცერთთან არ შეინიშნება. ეზუგბაიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ და მსუბუქად ფასდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100