სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი პოლიციელი „ნივით“ ქალს დაეჯახა და... მიატოვა (ვიდეო)

რუსულ ვიდეოქსელებში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ვიდეო, რომელიც აგვისტოს ბოლოს, ბურიატეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, ულან–უდეშია გადაღებული. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში რუსეთის „რეფორმირებული“ პოლიცია: პოლიციის კუთვნილი „ნივის“ მძღოლი ქალს შეეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა, შემდეგ კი იქვე მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კადრები შემთხვევით გადაიღო საწინააღმდეგო მხრიდან მომავალი კამერის სალონში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ. მასში კარგად ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ „ნივის“ საჭესთან მჯდარი პოლიციელი მანქანიდან გადმოდის, სულ რამდენიმე წამს ყოვნდება დაზარალებულთან, შემდეგ კი გზას აგრძელებს.

დაშავებულს პირველი დახმარება ავარიის თვითმხილველებმა აღმოუჩინეს. მანქანის შეჯახების შედეგად მოქალაქემ თავის ქალის ტრავმა და მარცხენა მხრის მოტეხილობა მიიღო. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

ულან–უდეს ავტოინსპექციაში დაფიქსირებულია ეს ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ არსადაა მითითებული, რომ „ნივა“ პოლიციის კუთვნილება იყო, საჭესთან კი პოლიციელი იჯდა. ამ დრომდე არ არის დაკავებული „ნივის“ მძღოლი პოლიციელიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100