ქართველი კალათბურთელები დღეს რუსეთის ნაკრებს ხვდებიან
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის დროით, 19:00 საათზე ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. ლიტვის ქალაქ კლაიპედაში საქართველოსა და ბელგიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა საქართველოს სასარგებლოდ, ანგარიშით 81:59 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მეტოქესთან შედარებით, მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებელი უპირატესობით სარგებლობდა.
ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა, რომელიც კლაიპედაში ოჯახთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასამართ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ D ჯგუფში თამაშობს.
კომენტარი