სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შევუნარჩუნოთ თმას სიმტკიცე და სიჯანსაღე?

გარდამავალი სეზონის დადგომასა და აციებასთან ერთად თმა კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშაა - ცივი ამინდები ნეგატიურად მოქმედებს მასზე და გამოფიტვა კიდევ უფრო მეტად ემუქრება. წარმოგიდგენთ სტილისტების რჩევას თმის მოვლასთან დაკავშირებით:

დაამატეთ ვიტამინები კვების რაციონში:

ცნობილია ის ფაქტი, რომ თმა ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელობის მდგომარეობას საუკეთესოდ ასახავს. თუ ის გამოფიტული, დაუმორჩილებელი, ადვილად მტვრევადია და თან ხშირი ცვენა ახასიათებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს მთელი რიგი ვიტამინების ნაკლებობა აქვს. საჭიროა კვების რაციონში დაამატოთ საკვები, რომელიც შეიცავს უამრავ ბუნებრივ დანამატებს. მიირთვით უხვად ხილი და ბოსტნეული, ასევე შეგიძლიათ ხელოვნურად გაამდიდროთ ორგანიზმი А, Е, С და В ვიტამინები.

აუცილებელია თმის მკვებავი ნიღბები:

გამოიყენეთ სპეციალური ნიღბები თმისთვის, რომელიც მის სტრუქტურას აღადგენს და აჯანსაღებს. თმას ასევე ძალიან აჯანსაღებს აბუსალათინის ზეთი. თმის საშრობები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს მასზე, ამიტომ ნიღბები გარდაუვალი აუცილებლობაცაა ქალისთვის.

შამპუნი თავის კანისთვის და ბალზამი თმისთვის:

შამპუნისა და ბალზამის შერჩევისას გაითვალიწინეთ რა ტიპის თავის კანი და თმა გაქვს, შემდეგ კი თანმიმდევრობით შეარჩიეთ - შამპუნი იყიდეთ იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის თავის კანი გაქვთ და ბალზამი თმის მდგომარეობის მიხედვით იყიდეთ.

გამოკვებე, თუმცა დოზას არ გადააჭარბო:

შემოდგომით აუცილებელია გარკვეული პროცედურები თმაზე და ასევე ნიღბები, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერს თავისი დოზები ჭირდება. ნიღბები კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ უნდა გაიკეთოთ და 2-3 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაიჩეროთ თმაზე. ზედმეტი უბრალოდ კიდევ უფრო დააზიანებს თმას.

თმის შეღებვა შესძლებელია:

საღებავი არ აყენებს ისეთ დიდი ზიანს, მთავარია უხარისხო და იაფფასიანი არ იყოს. ხარისხიან საღებავებს აქვთ სპეციალური დანამატები, რომლებიც თმას იცავს დაზიანებისგან. ჯობია, რომ სილამაზეზე ეკონომია არ გააკეთოთ.

თმა დაიბანეთ 2-3 დღეში ერთხელ:

ყოველდღიური დაბანა თმას ათხელებს და ცვენა ინტენსიური ხდება, თუმცა მისი დაუბანელი გაჩერებაც არ შეიძლება რამდენიმე დღე. ყველაზე ოპტიმალრი ვარიანტია დაიბანოთ თავი 2-3 დღეში ერთხელ, რათა არც ძალიან გამოშრეს და არც ცხიმიანი იყოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100