ნახეთ, რა დეტალებს ჰყვება რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დედის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის გოგოს სასამართლოდან
რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის პოსტი კანიბალიზმსა და დედის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესიდან:
"5 საათი გაგრძელდა ყველაზე უფრო მძიმე წინასასამართლო სხდომა, რაც კი დღემდე მინახავს და მომისმენია. ბრალდებულების აღიარება საზარელ სინამდვილეს შეიცავდა, თუმც მე ერთ-ერთ უმძიმეს დეტალზე მინდა ვისაუბრო, რომელიც საქმეს არ ეხება.
19 წლის გოგოს მძიმე ისტორია მისი შვილად აყვანიდან იწყება. (ირმა ყოჩიაშვილის ჩვენების მიხედვით) 7 წლისამ გაიგო რომ მას ბილოგიური მშობლები არ ზრდიდნენ.
65 წლის ცოლ-ქმარმა ის 26 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ იშვილეს.
ბრალდებული ყვება, რომ გამზრდელებისგან მუდმივად ესმოდა, რომ ის მათ გარდაცვლილ შვილს არ ჰგავდა და წუხდნენ, რომ იშვილეს. წუხდნენ იმაზეც, რომ ის ცოცხალია და მათი შვილი მკვდარი. არ მოწონდათ მისი ჩაცმულობა, მუსიკა, რომელსაც ის უსმენდა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გამუდმებით შეურაცხყოფდნენ.
გოგო ირწმუნება, რომ სხეული შრამებით აქვს სავსე!
ეს ისტორია ნათელი დასტურია იმისა, რომ შვილად აყვანის პროცედურები უმკაცრესად უნდა კონტროლდებოდეს!" - წერს ქაშიაშვილი.
კომენტარი