აბანოების წარმომადგენლები სემეკ-ის ოფისთან პროტესტის ნიშნად წყალს დაღვრიან
შპს "ნარიყალას" დირექტორის, ნოდარ ტოტოღაშვილის განცხადებით, ხვალ, 14:00 საათზე, სემეკ-ის ოფისის წინ აქცია გაიმართება, სადაც აბანოს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად წყალს დაღვრიან. ტოტოღაშვილმა "პირWელთან" საუბარისას აღნიშნა, რომ ხვალინდელი ღონისძიების მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ გოგირდის აბანოებს გონივრული ტარიფი დაუწესდეთ. მისი თქმით, ხვალინდელ აქციაზე მოსახლეობისთვის 2017 წლის დასაწყისიდან, სასმელი წყლის შესაძლო გაძვირებასაც გააპროტესტებენ.
„14:00 საათზე სემეკ-ის წინ შევიკრიბებით, რათა მოვითხოვოთ გოგირდის აბანოებისთვის დაწესდეს ცალკე ტარიფი, ასევე დაგვიწესონ გონივრული ტარიფი. ვიცით, რომ GWP განაცხადი აქვს შეტანილი, რათა ახალი წლებიდან მოსახლეობისთის თბილისის მასშტაბით სასმელი წყლის ტარიფი გაიზარდოს.
აქციაზე ვგეგმავთ გარკვეული რაოდენობის წყალი დავღვაროთ, რის შესაბამის ტარიფსაც გადავიხდით“,- აღნიშნა ტოტოღაშვილმა . ტოტოღაშვილის განმარტებით, 31 მაისს GWP ოფისის წინ აქცია გაიმართა, თუმცა მას შედეგი და გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამიტომ, თუ ხვალინდელ აქციასაც შედეგი არ მოჰყვება, ტოტოღაშვილი 7 ივნისს, თბილისის მერიასთან ახალ აქციას აანონსებს. „თუ ამას შედეგი არ მოჰყვა, სამშაბათს ქალაქის მერიის წინ გავმართავთ ანალოგიურ აქციას და მოვითხოვთ მერიის ჩართულობას ჩვენი კონფლიქტის მოსაგვარებლად, რათა მან იკისროს მედიატორიის როლი და GWP-ის თავაშვებიულობას ბოლო მოეღოს.
მივმართავ ბიზნესმენებს, რათა დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლებები, მიაკითხობნ GWP-ს და მოსთხოვონ ინდივიადუალური ხელშეკრულების გაფორმედა და ტარიფი დადგინდეს, რათა მათი მაქსიმალურად დაბეგვრა არ მოხდეს“,- განაცხადა შპს "ნარიყალას" დირექტორმა.
კომენტარი