ქართველი მამაკაცების 49.4%-ს და ქალების 16%-ს მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია
კერძო დეტექტივი ქალების სააგენტომ _“FPI” (Female Private Investigators) ღალატის სტატისტიკის დასადგენად ანონიმური ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში ჩართული იყო 22-დან 35 წლამდე, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე162 ქალი და 138 მამაკაცი.
აღმოჩნდა, რომ დაოჯახებული მამაკაცების 49.4%-ს და ქალების 16%-ს მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია.
შეკითხვას თავი აარიდა გამოკითხულთა 31%-მა.
გამოკითხული მამაკაცების 78% და ქალების 21% ფლირტს ღალატად არ მიიჩნევს.
ღალატის გამოვლენის საუკეთესო ხერხად ქალების 69% კერძო დეტექტივს მიიჩნევს, 16% ნათელმხილველს, 15 %-ს კი ურჩევნია, სამეგობრო წრის დახმარებით გაარკვიოს სიმართლე.
კერძოდეტექტიური ხასიათის მომსახურებისდამკვეთებისუმრავლესობა, კერძოდ, 82% ქალია და მათი ეჭვები 89%-ში მართლდება, მაშინ, როდესაც მამაკაცი დამკვეთების ეჭვი 57%-შისაფუძველს მოკლებულია.
საქართველოში ღალატის და განქორწინების რაოდენობრივი მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. შედეგებიდან გამომდინარე, ღალატის პრობლემა უფრო მწვავედქალბატონებისთვის დგას. მათთვის კი, მათივე სქესის დეტექტივთან ურთიერთობა კონფიდენციალურობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო კომფორტული და სანდოა. სწორედ ამიტომ არის “FPI” ორიენტირებული ქალების მხარდაჭერაზე.
კომენტარი