რას ამბობებენ ნინა რომანაძის ახლობლები მკვლელობაში მისი მეუღლის ბრალეულობის შესახებ?
ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძისა და მისი 3 წლის გოგონას ნათესავები გამორიცხავენ, რომ დედა-შვილის მკვლელობაში მეუღლეს ოთარ მამფორიას რაიმე ბრალეულობა მიუძღოდეს.
რომანაძის
ბიძაშვილის,
ჯუბა ბერაძის განცხადებით, ცოლ-ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
"გარდაცვალების
არანაირი ვერსია არ გვაქვს. ვიდრე ჩემი ნათესავი არ ჩამოვა, რომელიც თბილისშია წასული, ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რაც მედიიდან გავიგეთ",
- განაცხადა
ბერაძემ.
კითხვაზე,
როგორი ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილს მეუღლესთან, ბერაძემ აღნიშნა, რომ "ძალიან კარგი".
"ძალიან
კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მეუღლე სამსახურში იყო იმ დილით, 09:00 საათზე გავიდა ჩვეულებრივ. როგორც ნათესავი კი არა, როგორც ძმა, ვაცხადებ, რომ გამოვრიცხავ მისი მეუღლის ბრალეულობას. ნინა ჩემთან ერთად იზრდებოდა. დედ-მამა ადრეულ ასაკში დაშორდა ერთმანეთს და პატარა ბავშვი ერთი წლიდან ჩემთან იზრდებოდა. ის დასავით მყავდა და სიძეც ასევე ძალიან ახლობელია, ამიტომ მის ბრალეულობას გამოვრიცხავ",
- განაცხადა
ჯუბა ბერაძემ.
მისივე თქმით, გარდაცვლილ დედა-შვილს 27 თებერვალს, ქობულეთში დაკრძალავენ.
როგორც ცნობილია, ფონიჭალაში. ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.
მეზობლების
ინფორმაციით,
მათ ცხედრები დაახლოებით
13:00 საათზე
მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამოსული კვამლი შენიშნეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი