სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგოს და ბიჭის მეორე დიალოგი პლიაჟზე

(გოგოს და ბიჭის პირველი დიალოგი პლიაჟზე იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=11440 )

-რატომ გამოხვედი? ახლა ხურდება სიტუაცია შიგნით

-ალკოჰოლი უაზრო ფიქრებს მიშლის ხოლმე და ეგეთი მუსიკის თანხლებით ფიქრი რთულია

-მე კი მეგონა, ჩემთან განმარტოება გინდოდა და იმ იმედით გამოხვედი, რომ გამოგყვებოდი

-რაღაც დეჟავუს მაგვარი მაქვს ახლა

-რას გულისხმობ?

-დაახლოებით ორი წლის წინ, დაახლოებით ამ ადგილას. დაახლოებით შენნაირი ტიპი, დაახლოებით იგივენაირად მელაპარაკებოდა

-მერე

-მერე ის რომ ახლა შენ მელაპარაკები

-ახლა ვხვდები რა ფიქრები აგიშალა ალკოჰოლმა

-მართლა?

-კი. იმ საუბარს იხსენებ ხო?

-იმ საუბარსაც და სხვა ბევრ რაიმესაც

-ვინ იყო ის?

-ბიჭი რომელსაც ჩემგან ის უნდოდა რაც შენ გინდა ახლა

-მერე?

-მერე დავემუქრე თავს შეგაყვარებთქო

-მერე?

-იმან მითხრა შანსი არააო

-მერე, რომელმა გაიმარჯვა?

-არ იყო გამარჯვებული, არც დამარცხებული. ორივემ გავიმარჯვეთ ან ორივე დავმარცხდით, არ ვიცი

-ეგ როგორ?

-გრძელი ამბავია

-მოკლედ მითხარი

-დღეს მე ქმარი მყავს

-ვაა

-აბაა

-სადაა შენი ქმარი?

-თბილისში

-იჩხუბეთ?

-არა

-აბა მარტო რატომ წამოხვედი?

-საქმეები აქვს

-დაგეცადა და რომ მორჩებოდა საქმეს მერე წამოსულიყავით ერთად.

-მას არასოდეს სცალია, სულ საქმეები აქვს, ხოდა მეგობრებთან ერთად წამოვედი.

-ტრუხაა ეგ ბაზარი. მაპატიე პირდაპირობა, მაგრამ ცოლს დასასვენებლად მარტოს როცა უშვებს კაცი, მანდ სხვა თემა იქნება.

-რა თემა?

-აბა მე რა ვიცი, ქმარი შენია და შენ უნდა იცოდე, ხო იცნობ შენ ქმარს, ხოდა დაფიქრდი რა

-ვიცნობ?

-რა არა?

-არ ვიცი

-აბა უცხოს გაყევი ცოლად?

-ცოლად გავყევი კაცს რომელსაც ვუყვარდი, ჩემს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ჩემს დანახვაზე სისხლი სხეულის ცენტრისკენ მისდიოდა.

-ვა, მაგარია. მერე?

-მერე ცოლი მოიყვანა და დაღვინდა.

-ეგ როგორ?

-აი როგორც ხდება ხოლმე, ქანცისგაწყვეტამდე შრომა, მერე სახლში მილასლასება, ვახშამი, დივანზე მიგდება და ძილბურანიდან ტელევიზორის ყურება.

-ვაახ, გამაგიჟებთ ქალები რა. თუ არ მუშაობს უსაქმურიაო, მუშაობს და ეგეც არ მოგწონთ?

-როგორ გითხრა, მე მასთან ერთად სიცილი მიყვარდა, ცეკვა მიყვარდა, ქალაქში ხეტიალი მიყვარდა, მეგობრების წრეში დათენებული ღამეები მიყვარდა, სექსი მიყვარდა, ჩხუბიც მიყვარდა და მერე შერიგება. ახლა კი მყავს ქმარი რომლისთვისაც პირველ ადგილზეა სამსახური, ფული, კარიერა, ახალი მანქანა. ზოგჯერ მგონია რომ ჩემს შიშველ სხეულზე მეტად წარმატებით დასრულებული საქმიანი შეხვედრები და დარიცხული პრემიები აღაგზნებს. მგონია კი არა და ეგრეა.

-ეგ ყველაფერი პირდაპირ რო უთხრა არა?

-ვუთხარი

-მერე?

-ჩვენთვის ვეკეთებ ამასო, შენ რომ კარგად იყოვო, ყველაფერი რომ გქონდესო, ცალკე მატერიალური უზრუნველყოფა და ცალკე სტატუსი საზოგადოებაშიო.

-ერთის მხრივ უმადური ხარ შენ და მეორეს მხრივ ცოდო.

-ვიცი.

-არადა რამდენი ქალი ოცნებობს შენნაირ ქმარზე, შენ კი ზიხარ აქ და სხვა კაცზე ფიქრობ. უსამართლოა ცხოვრება, სხვისი ოცნებები სხვებს უხდებათ.

-ვინ სხვა კაცზე?

-აი იმაზე, დაახლოებით ორი წლის წინ, დაახლოებით ამ ადგილას, დაახლოებით ჩემსავით რომ გელაპარაკებოდა

-ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა

-რა გაცინებს? არ ჩაბჟირდე, ეეე, რა გაცინებს?

-დაახლოებით ორი წლის წინ, დაახლოებით ამ ადგილას, დაახლოებით შენსავით რომ მელაპარაკებოდა ის კაცია ზუსტად ჩემი ქმარი

-ვაა, ვახ ჩემი, ვახ, ვახ, ვახ ჩემი, რა დებილები ხართ ეს ქალები, ვახ რა დებილები ხართ ტო

-რატო?

-რა რატო, რაღა რატო, ნუ გადამრიე, ნახევარი საათია მებაზრები რა ცუდი ქმარი მყავსო და თან ზიხარ აქ და მაგ შენ ცუდ ქმარზე ფიქრობ. დალიე და მოგენატრა, ანუ გიყვარს. ცუდია თუ კარგია გიყვარს, მარა ქალი ხარ, ტვინგაბნეული ქალი და უაზრობებს აკეთებ.

-რატომ ვაკეთებ უაზრობებს?

-იმის მაგივრად რომ იმ კაცის გვერდით იყო ვინც გიყვარს წამოხვედი აქ, ისვენებ იმ დაქალებთან ერთად რომლებსაც შენგან განსხვავებული ინტერესები აქვთ, კლუბში ტრაკებს უქნევენ ნახევრად პიდარასტ, დაექსტაზებულ ტიპებს, შენი ქმარი იდიოტიაო გეუბნებიან, არადა სულს გაყიდიან ეგეთი ქმრის სანაცვლოდ და შენც გჯერა მათი. დებილი ხარ, აბა რა ხარ? ზიხარ აქ და 16 წლის ცალმხრივად შეყვარებული გოგოსავით „ტასკაობ“ იმ კაცზე რომელიც შენს საწოლში ახლა მარტო წევს.

-შენ კაცი ხარ და არ გესმის ჩემი.

-რა არ მესმის ტო. ხო კაცი ვარ, ხოდა გინდა კაცური რჩევა მოგცე?

-არ მინდა.

-მაინც გეტყვი, კაცურად გეტყვი, როგორც ძმაკაცი გეტყვის ან ნაღდი დაქალი გეტყვის.

-მითხარი.

-ჩემ ქმარს ჩემზე აღარ უდგებაო ხო ამბობ? ხოდა ის შენი ქმარი ტელევიზრო კი არ არის ერთი და იგივე პულტით გადართო მთელი ცხოვრება. კაცს გენაცვალე მრავალფეროვნება უნდა. კიდე მადლობა თქვი, რო არ გღალატობს. მობეზრდა ეგ შენი შიშველი სხეული. ადექი და რაღაცა სიახლე შეიტანე ინტიმში რა. პენუარი ჩაიცვი, ტატუ გაიკეთე, სტრიპტიზი უცეკვე, ბოლო-ბოლო შედი რა ამაზონზე და იმდენ მაგარ სექსუალურ ზმანს გაჩითავ ეგეთი პონტისთვის. სექსი ბუნებაში, სექსი წყალში, სექსი ლიფტში, სექსი მანქანაში, იცი რა ექსტრიმი და ადრენალინია? ამ ქართველ ქალებს ერთი პოზის და ერთი ადგილის იქით რო არ მიგდით ფანტაზია მაგიტომ დარბიან თქვენი ქმრები სხვაგან.

-...

-რატომ გაჩუმდი?

-მარტო სექსში არაა საქმე

-მომისმინე ჩემო კარგო, როცა საქმე ქალს და კაცს ეხება, იქ საქმე პირველ რიგში სექსშია, დამიჯერე! გექნებათ კარგი სექსი - იქნება ურთიერთობა სავსე და ჯანსაღი, არ გექნებათ და იჯდები ასე დებილივით და სხვაგან დაიწყებ მიზეზების ძებნას.

-...

-რაღას ფიქრობ, ადექი ახლა ჩაალაგე ბარგი და დააწექი თბილისში შენ ქმართან. გააკეთე ის რაც გითხარი და მერე მადლობას მეტყვი.

-...

-ადე, ადე, შენ დაქალებს უთხარი, რომ მიდიხარ, მერე ტაქსი გავაჩეროთ, ჩაალაგე ბარგი და იგივე ტაქსით წადი თბილისში. რაც მალე მით უკეთესი. ოქეი? ტაქსის ფული თუ არ გაქვს მე მოგცემ.

-მაქვს ფული.

-ხოდა ადე, წავედით!


***

დამშვიდობებისას ქალმა ხელიდან ბეჭედი მოიხსნა, თითქმის უცნობ მამაკაცს გაუწოდა და უთხრა: ეს გამომართვი, ისეთი ძვირი ღირს, მთელი ზაფხული მეფურად „იგულავებ“ ბათუმში და შეიძლება კიდევ დაგრჩეს ფული.

-არ მინდა. ღადაობ?

-გამომართვი, მადლობის ნიშნად გჩუქნი.

-არ მინდა. ღმერთი გადამიხდის სამაგიეროს.

-არ მჯერა მე ღმერთის გადახდილი სამაგიეროსი. ის ან საერთოდ არ იხდის ან ძალიან გვიან, მე კი მინდა, ეს ყველაფერი ახლავე დაგიფასდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100