სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა მხარდასაჭერად ყაზახეთში ქართული კინოს კვირეული გაიმართება

25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ყაზახეთის ქალაქ ალმაატაში ქართული კინოს კვირეული გაიმართება. იგი ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაციის გარდა ქველმოქმედებასაც ისახავს მიზნად. კვირეულის ფარგლებში მოეწყობა საქველმოქმედო ვახშამი და აუქციონი, შემოსული თანხა კი 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ.

ქართულიკინოსკვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“, გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ და „სიმინდის კუნძული“, ასევე ქართული კინემატოგრაფიის შედევრები: ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ნანა მჭედლიძეს „პირველი მერცხალი“ და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“. კვირეულის მიმდინარეობისას გაიმართებაფოტოგამოფენა „Spectacular Georgia“, სადაც წარმოდგენილი იქნებასაქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი 80 ფოტოსურათი.

ქართული კინემატოგრაფიის კვირეული საქართველოს საელჩოს,საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის და ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100