სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უჩვეულო ფაქტი ქუთაისში - ახლადდაქორწინებულები საარჩევნო უბანზე

ქუთაისში უჩვეულო ფაქტი მოხდა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ახლადდაქორწინებულები მივიდნენ.

ზურაბ ჭრელაშვილმა და ნინო კალანდარიშვილმა გადაწყვიტეს, მათთვის მნიშვნელოვან დღეს მნიშვნელოვანი არჩევანი გაეკეთებინათ, გამოეყენებინათ საკუთრი ხმის მიცემის უფლება. მათ საკუთარი არჩევანი #51 უბანზე გააკეთეს. როგორც ახლადდაქორწინებულებმა აღნიშნეს, მეუღლეებს შორის კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს და მათ ხმა საქართველოს კეთილდღეობას მისცეს.

„ხმა მივეცით საქართველოს კეთილდღეობასა და მომავალს, ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე არის და, რა თქმა უნდა, ერისთვის და ქვეყნისთვისაც. გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტი დავუკავშირეთ ერთმანეთს,"- აღნიშნა ზურაბ ჭრელაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100