სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი აქციას ქუთაისში გააგრძელებს

კოალიცია “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლა დასრულდა.

გამოსვლა, ივანიშვილის შვილმა - ბერა ივანიშვილმა სიმღერით დაასრულა.

კოალიციის ლიდერმა გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მომავალი გეგმები და მიზნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.

მისი თქმით, უმუშევრობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და ყველამ უნდა შეძლოს საკუთარი ოჯახის რჩენა.

„ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს და ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენ არ დაგპირდებით ისეთს, რაც არ იქნება შესაძლებელი. რეალური პოლიტიკა და რეალური ნაბიჯები - ეს არის ის, რასაც გპირდებით. ჩვენი ოცნებაა საქართველო ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდეს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია დაწყებულად გამოაცხადა და დასძინა, რომ კამპანია 7 ივნისს ქუთაისში გაგრძელდება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100