სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კაპანაძე: "მოქმედების დროა - ან ღიად და მყარად დაიცავთ საკუთარ რეპუტაციასა და კარიერას, ან ხონჩით მიართმევთ ხარკს"

ინტერნეტ-მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე თი-ბი-სი ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებაზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


"მამუკა ხაზარაძე TBC - თიბისი

ბნელ ოთხმოცდაათიანებში, როცა წარმოუდგენელი იყო ბიზნესი რეკეტის გარეშე, თქვენ შექმენით მყარი ფინანსური ინსტიტუტი და დაწერეთ წარმატების სამაგალითო ისტორია.

პირადად მე, თიბისი ბანკის სერვისების ერთგული მომხმარებელი ვარ აგერ უკვე 21 წელზე მეტია და მისთვის არასოდეს მიღალატია.

ამიტომ, ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, ნურც თქვენ გვიღალატებთ ჩვენ - ასეულ ათასობით ერთგულ მომხმარებელს.

უბრალოდ, ვალდებული ხართ, როგორც ბნელ ოთხმოცდაათიანებში აჩვენეთ ქვეყანას შეუპოვრობისა და გამბედაობის მაგალითი, ახლაც ისე იმოქმედოთ 10 ათასი თიბისელის, ასობით ათასი მომხმარებლისა და ჩვენი მშვენიერი ქვეყნისათვის.

იცით რომ კრიზისულ მომენტში, დამფუძნებელი მამების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შექმნა პლანეტის ყველაზე ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო.

ისინი არ შეუშინდნენ დამპყრობლებს და გაიმარჯვეს.

არც რუსთავი 2-მა და მისმა გენერალურმა დირექტორმა დაიხია უკან, დამპყრობელი ივანიშვილის წინაშე, ბოლომდე იბრძოლა და შედეგად, გადარჩა როგორც ნომერ პირველი ტელეკომპანია, ისე მყიფე ქართული დემოკრატიაც.

ამიტომ, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, პირდაპირ გეტყვით: მოქმედების დროა - ან ღიად და მყარად დაიცავთ საკუთარ რეპუტაციას, კარიერას, იმას, რასაც 27 წლის მანძილზე აშენებდით ან ხონჩით მიართმევთ ხარკს, ე. ი თქვენს თავისუფლებას ერთ ბოროტ და ახირებულ ბატონს.

იყო დრო, როცა ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს 2 მილიარდამდე ვალი ჰქონდა ანუ ნიუ იორკის ქუჩებში მყოფი უსახლკაროები მასზე მინიმუმ 2 მილიარდით მდიდრები იყვნენ.

თუმცა, მან, აჯობა, პირველ რიგში საკუთარ შიშებს და ხელახლა გაიბრწყინა...

ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, რას აპირებთ თქვენ?", - წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100