11 წლის გოგონამ ინსტაგრამზე საკუთარი სუიციდი დააანონსა
11 წლის დუბლინელმა გოგონამ მილი თუომეიმ თავი მოიკლა, მიზეზი კი მისი არასფრულფასოვნების კომპლექსი გახდა - მოზარდი ფიქრობდა, რომ ულამაზო იყო. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა კიდეც, რომ თავს ულამაზოდ გრძნობდა და ამის გამო თავის მოკვლა უნდოდა. მან კონკრეტული თარიღიც დაასახელა, თუ როდის აპირებდა სუიციდს. მილის მშობლებს ამის შესახებ უფროსმა ქალიშვილმა გააგებინა, მათ კი ფსიქოლოგთან წაიყვანეს გოგონა, თუმცა ვერც ის დაეხმარა მოზარდს. ფსიქოლოგმა შეშინებულ მშობლებს ურჩია, მათი ქალიშვილი ფსიქიატრთან მიეყვანათ. მილი მიიყვანეს იმ ფსიქიატრთან, რომელიც მოზარდებთან მუშაობდა მსგავს პრობლემებზე.
ერთ საღამოს მილი საკუთარ ოთახში შევიდა, მშობლებს უთხრა რომ ეძინებოდა და წამოწოლას აპირებდა. ოჯახმა ის რამდენიმე საათში უგონო მდგომარეობაში იპოვა, გვერდით კი ტაბლეტების კოლოფი ეგდო. მოზარდი სამი დღე კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაში იწვა, ამის შემდეგ კი დაიღუპა.
კომენტარი